“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება:
“ანალიზი გვიჩვენებს და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ნიკა მელია სწორედაც პატიმრობისთვის იყო განწირული …..
რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ დღეს ეს ვითარება დამდგარიყო”ანალიზი კი არ გაჩვენებთ, საჯაროდ ფეისბუკის პოსტით გაგაფრთხილეთ რამდენიმე დღით ადრე და თქვენც შეგნებულად შექმენით “იდეალური პოლიტპატიმარი”. რატომ ქენით ჯერ არ ვიცი, მაგრამ გავიგებთ ნელ-ნელა.”
შეგახსენებთ, გია ვოლსკიმ განაცხადა:
“ანალიზი გვიჩვენებს და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ნიკა მელია სწორედაც პატიმრობისთვის იყო განწირული თავისი გუნდის მიერ, თავისი თანხმობით, რა თქმა უნდა”
კომენტარები