თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი.
„პირველი ჩემთვის იყო, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიღება, რამაც შეაჩერა ქაოტური მშენებლობები თბილისში. სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ტრანსპორტის განვითარების, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების, კომუნალური სამუშაოების მიმართულებით.
შეადარეთ ის გაუბედურებული ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დადიოდა თბილისში და ის ავტობუსები, რომლებიც დადიან ახლა. არა მარტო კომფორტული გადაადგილების საშუალებას აძლევს ადამიანებს, არამედ ქალაქის იერსახე უმჯობესდება, ლამაზი ხდება ქალაქი.
გადაიდგა ბევრი ისეთი ნაბიჯი, რაც არის ის, რაც ქალაქის მერიამ უნდა გააკეთოს”
კომენტარები