• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შე არარაობა, საკუთარი შვილების თანატოლებს როგორ აცემინებ ზონდერებს”– ლევან გოგიჩაიშვილი ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
04:48 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,999

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც ამ წუთებში აქციაზეა, რუსთაველზე, ტვ პირველთან, ამბობს:

“ადამიანები იბრძვიან საკუთარი ევროპული მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის, სამართლიანობისთვის.

ბიძინა ივანიშვილი არის გუშინდელი დღე, ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, ბიძინა ივანიშვილი პოლიციას იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. უსწორდება მომავალს, ეს ბავშვები არიან ამ ქვეყნის მომავალი, ხვალინდელი დღეა,. ბიძინა ივანიშვილი კონფლიქტშია მომავალ დღესთან. შვილები ჰყავს ამ ასაკის, საკუთარი შვილების თანატოლებს როგორ აცემინებ ვიღაც ზონდერებს, შე არარაობა, მართლა არარაობა ხარ. რა უნდა გიწოდო, შენი შვილის თანატოლებს ორი დღეა დასდევენ დაგეშებული, ჭკუიდან გადასული პოლიციელები… 

ყველაზე დიდი უბედურებაა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი, ამას როგორ ბედავ, რომ შვილების თაობას უქსევ დაგეშილ ხარებას, ყოფილ ნაცზონდერებს უქსევ, არ გრცხვენიათ?

ვინც ტელევიზორთან და სოციალურ ქსელში ქართულ ოცნებას მხარს უჭერთ, არ გრცხვენიათ?  გიხარიათ, რომ პოლიცია ამ ახალგაზრდებს ცემს და ყიჟინა გაქვთ? დილის 5 ის ნახევარიაა, შეხედეთ, გადაღლილი პოლიციელები და ენერგიით სავსე ახალგაზრდები – შანსი არაა აქვთ, ეს ხალხი არაფრის დამთმობია. ესენი ის ხომ არ ჰგოანია, რაღაცა კომკავშირელები რომ უზის. ხვალინდელ დღესთან აქვს, ბიძინა ივანიშვილს, ამ ჭკუიდან გადასულ ადამიანს, კონფლიქტი, აღარ იცის უკვე რა ქნას. არ გამოვა ეს ამბავი. ეს ხალხი, კიდევ კარგად იქცევა, ეს არაფერია, რაც მეტს იზამს ივანიშვილი, ორი იმდენს გაუკეთებენ. 

არასოდეს ყოფილა ასეთი რაღაცა, ეს ტალახი რაც ამოვიდა ქართულ ოცნებაში, ესენი არაფერს წყვეტდნენ. კვირიკაშვილის, გახარიას, თუნდაც ბახტაძის მთავრობაში ევროკავშირზე კითხვის ნიშანი არ არსებობდა. გაილაღეს მერე, მიუშვეს კრიმინალები, პოლიციელები, ოლიგარქიული რეჟიმი, ჩვენ დროს რომელი დეპუტატი გაბედავდე, გამოსულიყო და ასეთი სიბრიყვეები ელაპარაკა. კობახიძეს გადმოვაგდებდით იმ კაბინეტიდან, ასეთი სისულელეები რომ ელაპარაკა.  გამორიცხული იყო, მაგრამ გადავიდნენ ჭკუიდან, იმიტომ რომ ივანიშვილი შეცდა. ეს ადამიანი აღარ არის ჯანმრთელი, ხომ ხედავთ, საკუთარი შვილის თაობას აცემინებს. ამ პროცესში მაგან როგორ უნდა გაიმარჯვოს, ამ არარაობამ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved