ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და მედიასთან ამბობს:
ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენიებული ამ წერილში. როგორ გითხრათ ახლა, სხვა ადამიანმა, რა როგორ გადაწყვიტა, მე ამას ვერ გეტყვით, თუმცა ჩემი პასუხი იგივეა, რომ სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები და ნებისმიერი მცდელობა, ყურადღების გადატანისა პოლიტიკური ინსინუაციებით თავშივე არის განწირული.
ვის არ უცდია, რომ სამართლებრივი პროცესიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკურ ინსინუაციებზე.ასეთი მაგალითებით სავსე გვაქვს და ყველგან გამოცდილება ხომ გვაჩვენებს, რომ ამას არანაირი შედეგი არ აქვს.
მე ვფიქრობ, რომ ბრალი, რომელიც მას აღიარებული აქვს, საკმარისად მძიმეა, რომ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი. რახან ვამბობ, რომ პოლიტიზირება არ არის საჭირო და ის, რომ ცდილობს სამართლებრივი საკითხები გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში და ეს არ არის სწორი, ამიტომ ამ მცდელობის აყოლაც, არ არის სწორი. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველების სურვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა ეს საქმეები კითხვებს ბადებს.
ვხედავთ, რომ არის დამთხვევა, რომ ამ ქვეყნის მტრები ხარობენ, რომ ბოდვები ხდება პოლიტიკური განხვილვის საკითხი, ეს ვის უხარია, მხოლოდ ჩვენი ქვეყნსი მტრებს- შიგა და გარე მტრებს”,
,, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით” – ღარიბაშვილის მეექვსე წერილი











კომენტარები