• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

ალია ავტორი - ალია
15:48 03-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს. პროექტში ჩართულნი იქნებიან ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სემეკში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერმანენტულად გაიზარდოს სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების შესახებ, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ, გაეცნონ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკას. ამ მიმართულებით, ცენტრმა დაფუძნებიდან დღემდე არაერთი პროექტი განახორციელა. ამჟამად, ვიწყებთ სრულად ახალ პროექტს ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსწავლეებისათვის. პროექტში ამ ეტაპზე ჩართული იქნება 5 საჯარო სკოლა. მომდევნო ეტაპზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სხვა ქალაქებისა და რეგიონის სკოლების ჩართვას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის, „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან დღემდე“ მიზანია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანეენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტროენერგეტიკის თემატიკის შესახებტრენინგების ჩატარება, მონაწილეთა ვიზიტი ენერგოობიექტებზე, თემატურინამუშევრების გამოფენის ორგანიზება. პროექტში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ მოეწყობა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved