• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკსა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
14:10 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
541
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გაგნიძემ.
მემორანდუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციული შეხვედრების, სწავლებისა და ტრენინგების ერთობლივი ორგანიზება, კიბერუსაფრთხოების მდგრადობისა და ინფორმაციული საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება. მხარეები ითანამშრომლებენ კიბერუსაფრთხოების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და უზრუნველყოფენ კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი კვლევების განხორციელებას.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სემეკში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების თემატიკას. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკის თანამშრომელთა მიერ შემუშავებული და დანერგილია მომსახურების ხარისხის პროგრამა, რომლის საშუალებითაც დროის პირდაპირ რეჟიმში ხდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის მონიტორინგი. კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში საკითხის კიდევ უფრო გააქტიურებას.
ასოციაციასთან ერთად ვგეგმავთ არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანიც იქნება როგორც სამიზნე ჯგუფების საინფორმაციო დონის ამაღლება, ასევე ინოვაციური პროექტების დანერგვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში ციფრული მომსახურებების მიმართულებით“,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
თეგები: დავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved