• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკმა „რუსთავის წყალი“ დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
13:54 06-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „რუსთავის წყალი“ 40 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა.

სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შპს „რუსთავის წყლის“ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში არღვევდა სემეკის მიერ დადგენილ წესებს. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურში კომპანია არ ითვალისწინებდა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს, რის გამოც მრიცხველის შეძენასა და მონტაჟს უზრუნველყოფდა განმცხადებელი საკუთარი ხარჯებით.

სემეკის მიერ დადგენილი „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის ვალდებულებას.

წესების მიხედვით, დაუშვებელია სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფისათვის მიერთების მსურველის მიერ რაიმე სახით სამუშაოების განხორციელება.

სემეკის გადაწყვეტილებით შპს „რუსთავის წყალს“ დაევალა დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთანავე, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება.

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved