თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის მიერ, იმ მფრინავების დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომლებმაც შავი ზღვის თავზე, ამერიკული დრონი ჩამოაგდეს.
“ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვაო ფლოტში, რომელშიც მე გავიზარდე, არაფერს უნდა შეჯახებოდი, შეჯახება შენთვის ცუდია. წარმოდგენა არ მაქვს რატომ მისცეს ვაჟკაცობის ჯილდო პილოტს, რომელიც, უარეს შემთხვევაში, საფრთხეში აგდებდა საკუთარ თავსა და აშშ-ის საკუთრებას და საუკეთესო შემთხვევაში კი უბრალოდ იდიოტია“, – ამბობს კირბი
პილოტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ შავ ზღვაზე ამერიკული თვითმფრინავის MQ-9 Reaper-ის ჩამოგდებაზე, კრემლმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
შემთხვევა კი 14 მარტს მოხდა. რუსული სუ-27-ები აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის უპილოტო თვითმფრინავს შეეჯახა. შედეგად, ამერიკული დრონი ჩამოვარდა.
კომენტარები