• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, კვირა, 24 სექტემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი” – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს ააშენებს

ალია ავტორი - ალია
16:49 01-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია.

მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობას ადგილობრივ ინვესტორს მიანიჭებს.

ბიზნესმენმა თბილისში, „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობის შესახებ „რამდენიმე თვის წინ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში კერძოდ, მარცხენა სანაპიროზე არსებული ნახევარი ჰექტარი ფართობი, კომპლექსისთვის სრულიად შესაფერისია. ამასთან, ტერიტორიაზე 60 მანქანის საპარკინგე სივრცის მოწყობაც შესაძლებელია.

„ინვესტორები მოდიან, აქვთ იდეები, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მე მაინც ადგილობრივი ინვესტორები მირჩევნია. ვნახოთ, რა იქნება, ჩვენ არსად გვეჩქარება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია ქალაქის ცენტრშია, საკმაოდ მოთხოვნადი ადგილია, სავაჭროდ არავისთან მაქვს საქმე. იყვნენ ინვესტორები, სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი. ქალაქის ცენტრშია და არ შეიძლება აქ კაზინო განთავსდეს. ჩემგან ეს გამორიცხულია“,- აღნიშნა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, ლუდსახარში “ყაზბეგის” ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები “საქართველოს კაპიტალის” ჯგუფში შემავალმა კომპანიამ “გლობალ ბიერ ჯორჯიამ” 3.65 მლნ დოლარად შეიძინა. ორ კომპანიას შორის გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა, შესაბამისად, ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის ძველ მფლობელს გოგი თოფაძეს დარჩა.

წყარო: bpn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

23:09 09-22-2023
“ღარიბაშვილმა სტურუას ნახევარი მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადასცა, რომელიც სტურუამ 221 250 დოლარად გაყიდა” – ვიდეო
ახალი ამბები

კითხვები, რომლებიც მინისტრის პასუხებმა გააჩინა – რას ამბობს და რას არ ამბობს გომელაური?

17:04 09-22-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

19:43 09-19-2023
„მტერი როცა პანიკაშია, მას არ უნდა მისცე აზრზე მოსვლის საშუალება, უნდა შეუტიო – ეს დასავლეთმა კარგად იცის და გამოიყენებს“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„ამით რუსეთი ვითომ შეაშინეს…“ – სოსო ცინცაძე

17:25 09-18-2023

ბიზნესი

თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა
ახალი ამბები

თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა

12:01 09-22-2023
როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება – ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს
ახალი ამბები

როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება – ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს

16:08 09-21-2023
AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდა დააჯილდოვა
ახალი ამბები

AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდა დააჯილდოვა

14:47 09-21-2023
თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა

13:31 09-21-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved