სატელიტით გადაღებული ფოტოების ავთენტურობა საეჭვოა, რადგან დამოტანჟებულს ჰგავს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა.
“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია Google-ის მეშვეობით იპოვოს სატელიტით გადაღებული ფოტოები.
ჩემთვის საეჭვოა როგორ აღმოჩნდა, სატელიტით გადაღებული ის მასალა დავით ფურცხვანიძის ხელში, როდესაც თავად Google-შიც კი არ იძებნება ის დღეები, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა.
თავიდანვე ვამტკიცებდი, რომ ეს ფოტო მასალა არაავთენტური იყო და ამაში ახლა ყველანი დავრწმუნდით“
კომენტარები