• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჭიროა, ვუპასუხოთ ცინიზმს – ევროპელები რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქციას გამართავენ

ალია ავტორი - ალია
11:11 01-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“საჭიროა, ვუპასუხოთ ცინიზმს”. – ევროპული საქართველოს წევრები და მხარდამჭერები 26 იანვარს, 22:00 საათზე რუსეთის ყოფილ საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

“თქვენ არასდროს იქნებით მარტონი”. – ამ სიტყვებით მოგვმართა უკრაინის პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირიდან 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა და ვიქტორ იუშჩენკო, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ომის დროს თბილისში ჩამოვიდა.

პრეზიდენტ იუშჩენკოს სიტყვები არა მხოლოდ თანადგომას გამოხატავს, არამედ რეალობასაც ასახავს – ჩვენ, არათუ არ, არამედ ვერ ვიქნებით მარტონი რუსეთის აგრესიის პირისპირ, რადგან რუსეთის ამოცანა არასდროს ყოფილა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმება. რუსეთის მმართველი საბჭოთა კავშირის დანგრევას რუსი ხალხის ტრაგედიად და მეოცე საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს, ამიტომ ისტორიის რევიზიას ცდილობს და ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის სუვერენიტეტს ანადგურებს, ან ვასალი რეჟიმების მეშვეობით, ანაც ღია სამხედრო ინტერვენციით და ამ გზით, ცივი ომის დროინდელი გავლენისკენ მიისწრაფვის.

დღეს რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე უკრაინაა და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საფრთხე, ჩვენი საფრთხეცაა.

სამწუხაროდ, კრემლის დიდ წარმატებად უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ დროს საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც, უკრაინელი ხალხის თანადგომის და თანაზომადი ძალისხმევის ნაცვლად, ან სამარცხვინოდ დუმს, ან უღიმღამო “ტვიტებით” შემოიფარგლება.

ეროვნული ღირსების შემლახავი დუმილის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოთქმული იმედი, რომ საქართველომ ჭკუა ისწავლა და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს, რაც ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, თითქოს ქართველებმა თავისუფლებაზე, თავისუფალი სამყაროს წევრობაზე ავიღეთ ხელი.

ამ განცხადებას საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი დუმილით შეხვდა. არ უნდა შეგვეშალოს და ვიფიქროთ, რომ დუმილის პოლიტიკა პრაგმატულია და გადაგვარჩენს. პირიქით, ჩვენი დამუნჯება მხოლოდ რუსეთს ეხმარება, ჩვენი სუვერენიტეტის უჩუმრად და უმტკივნეულოდ განადგურებაში.

სამწუხაროდ, ვერც ევროპული საქართველო და ვერც სხვა ოპოზიციური პარტია ვერ შეამცირებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მოყენებულ ზიანს, მანამ, სანამ ამ რეჟიმს არ დავამარცხებთ.

მაგრამ იქამდე საჭიროდ მიგვაჩნია, ჩვენი, ევროპული საქართველოს პასუხი გავცეთ რუსეთის ხელისუფლების ცინიზმს. ამიტომ ოთხშაბათს, 26 იანვარს, 22:00 საათზე, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან გავმართავთ ღონისძიებას და თანამოაზრეებს, ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.

Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან   

21 იანვარს რუსეთის საგარეო უწყებამ 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შესახებ წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია და რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო “დაბალანსებულ” პოლიტიკას გაატარებს. წერილს საქართველოს საგარეო უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved