• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასწრაფომ” დააგვიანა და სისხლისგან დაიცალა, ოპერატორს ეკითხებოდა, დაჭრილ ძმას რით დავეხმაროო – რას ჰყვება ახლოურის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
20:16 01-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205


“მე ჩემი ძმის არც განზრახ მკვლელობა, არც განზრახ დაზიანება არ მინდოდა, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, შემთხვევით მოხვდა დანა. მე მისი მოკვლა არ მდომებია”, – მხოლოდ ეს სიტყვები თქვა სასამართლო პროცესზე 21 წლის გიორგი ახლოურმა, რომელიც საკუთარი ძმის, 19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული.

პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, პროკურატურა ამტკიცებს აგრეთვე იმასაც, რომ როცა მიშო ახლოური სასწრაფომ წაიყვანა, გიორგიმ კვალის დაფარვა სცადა, “დანა გარეცხა და მოწესრიგდა” – განაცხადა პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა.

შემზარავი ფაქტი 5 იანვრის ღამეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა. სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააპატიმრეს. მას მიმალვა არ უცდია, პოლიციას თავად ჩაბარდა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი – სამზარეულოს დანა, რითაც ახალგაზრდა დაიჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ახლოურს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“კვირის პალიტრას” ახლოურების ოჯახის ახლობლები და საზოგადოებრივი ადვოკატი ესაუბრებიან:


თამარ გაჩეჩილაძე, საზოგადოებრივი ადვოკატი:

– გიორგი ძმის განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ტრაგედიის შემდეგ მისი ემოციური და სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ეს იყო უბედური შემთხვევა, დიდი ტრაგედია და არა – დანაშაული. ძმისთვის სასწრაფო გიორგიმ გამოიძახა. 4-ჯერ დარეკა, რადგან “სასწრაფო” მოსვლას აგვიანებდა, თან ოპერატორს ეკითხებოდა, მასწავლეთ, რით შეიძლება ჩემს დაჭრილ ძმას დავეხმარო მათ მოსვლამდეო. ის ძმის გადარჩენას ცდილობდა და ვფიქრობ, დროული სამედიცინო დახმარება რომ აღმოეჩინათ, შეიძლება ბიჭი გადარჩენილიყო. “სასწრაფომ” დააგვიანა და ეტყობა, სისხლისგან დაიცალა. ბრალდებულს ემოციური მდგომარეობის გამო საუბარიც კი უჭირს. გარდაცვლილი ფეხბურთელი იყო. თვითონ ბრალდებულიც წარმატებული ახალგაზრდაა, სკოლა გერმანიაში აქვს დამთავრებული. ბოლო სამი წელი გერმანიაში სწავლობდა. არაჩვეულებრივად იცის ენები. ამჟამად გაყიდვების აგენტად მუშაობს. არანაირი კრიმინალური წარსული არ აქვს. ძმებს შორის სერიოზული კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახის წევრებიც დაკითხეს, თუმცა მათ ძმების ურთიერთობაზე განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ. ეს არ არის განზრახ მკვლელობა.
მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, არაერთი სატელევიზიო სიუჟეტიც გადაიცა, თუმცა ახლოურების ნათესავები ამბობენ, რომ მედია მომხდარს არასწორად აშუქებდა.


მარიამ ჩიტიშვილი, ბიძაშვილი:

– ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ მომხდარს. თითქოს ჩვენი ტრაგედია და უბედურება არ გვყოფნის და ახლა ცრუ ინფორმაციებიც ვრცელდება. რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო. ძმები არასოდეს ჩხუბობდნენ. ბიჭების მამა ტაქსის მძღოლია, დილის 5 საათზე დგება, რომ იმუშაოს. ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება – ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. იმ ღამით სახლში დაღლილი მივიდა, მიშომ ჩაი მოუმზადა. ამის შემდეგ მარადი დასაძინებლად გავიდა და ჩაეძინა. ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა, რადგან პატარა ბინა აქვთ.
ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევის გამო მოხდა კამათი. გიორგიმ მიშოს სთხოვა, ტელევიზორს დაუწიე, უნდა დავიძინო, დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდეო. გიორგი გერმანულ კომპანიაში მუშაობდა, ყოველთვე აწინაურებდნენ. ეს ბიჭები არც სვამდნენ, არც სიგარეტს ეწეოდნენ. სპორტს მისდევდნენ და წარმატებულებიც იყვნენ, არადა სოციალურ ქსელში საშინელი კომენტარები იწერება.


მიშოს ჰყავდა ძაღლი ლუსი, რომელიც ძალიან უყვარდა, რამდენჯერმე რომ სთხოვა გიორგიმ, ტელევიზორისთვის დაეწია და არ დაუწია, დანა აუღია და კაბელი გადაუჭრია, ძმები წაკამათდნენ. ძაღლმა ეს რომ დაინახა, გიორგის ყეფა დაუწყო. ნახე ახლა შენს ძაღლს რა ვუქნაო, უთქვამს და ძაღლს მოუქნია თურმე დანა, მაგრამ შემთხვევით მიშოს მოხვდა. ორი არაჩვეულებრივი ბიჭი დაკარგეს მშობლებმა. ნეტავ, გერმანიაში დარჩენილიყვნენ! გიორგი სპორტსმენია, გერმანიის ჩემპიონი იყო კიკბოქსინგში. ხელს გაიქნევდა და ეს საკმარისი იქნებოდა. რაში სჭირდებოდა დანა?! ჭიანჭველას რომ ფეხს აარიდებდნენ, ისეთი ბავშვები იყვნენ. მერე მამა გააღვიძეს. მიშიკოს გონება არ დაუკარგავს. მარადი, ეს შეგვემთხვა და ცუდად ვარო, უთქვამს მამისთვის. ტახტზე იყო მიწოლილი “სასწრაფოს” მოსვლამდე, გიორგიმ “სასწრაფოს” შემდეგ დაურეკა მამიდას, რომელიც იქვე ცხოვრობს, მამიდა და ბებია გამოიქცნენ, მაგრამ პოლიციამ ოჯახის წევრებს უფლება არ მისცა, ბავშვს საავადმყოფოში გაჰყოლოდნენ – მაშინვე დასაკითხად წაიყვანა. ბავშვი უპატრონოდ დააგდეს კლინიკაში. ბავშვი გონებას კარგავდა, ესენი კი დაკითხვას უწყობდნენ!

გიორგი სახლიდან წაიყვანეს. მან მაშინვე აღიარა, რაც მოხდა. ბებია და მამიდა ამბობენ, რომ მოვედით, ექიმები უკვე ზევით ადიოდნენ და კიბეზე შევხდითო. საუკეთესო ოჯახი აქვთ, ახლა არიან ნაქირავებში, თორემ ბინებიც ჰქონდათ და მაღაზიებიც… წლების მანძილზე მთელი ოჯახი საზღვარგარეთ იყო სამუშაოდ წასული, მერე კი დაბრუნდნენ. ბავშვები სიხარულით წამოვიდნენ საქართველოში. პირველი მიშო ჩამოფრინდა, აქ ავიწყობ ცხოვრებასო. თქვენ არ იცით, როგორი შვილები დაკარგა ოჯახმა! არ იცით, რას გავუსწორეთ თვალი და ნურავინ დაწერს ამდენ სიცრუეს.


ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვისთანაც ერთ ან მეორე ძმას კონფლიქტი მოსვლოდეს. ხუთი დედმამიშვილია. უფროსი გიორგია, მერე იყო მიშო, სამი კი პატარა ჰყავთ – 12 წლის, 7-ის და 5-ის. მამამისმა თქვა, რომ ვიცოდე, ჩხუბობდნენ, პრობლემები ჰქონდათ და ჩემმა შვილმა ეს განზრახ ჩაიდინა, მისკენ არც გავიხედავდიო. ჯერ გარდაცვლილს მივხედავ და მერე ავუყვან ადვოკატს, ერთის დამკარგავი ორ საუკეთესო შვილს ვკარგავო.
დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, მამისთვის მიუცია თავისი ბანკის ბარათები, ფული გამოიყენე, ოღონდ ჩემი ძმა გადაარჩინეო, მაგრამ ვინ მისცა ამის საშუალება მამას – პოლიციაში წაიყვანეს და კლინიკაში არ გაუშვეს, რომ შვილისთვის მიეხედა!


ბიჭების მამა მარად ახლოური ამბობს, რომ მიშოს საოპერაციოში შეყვანა დაგვიანდა, რადგან მას გამომძიებლები კითხავდნენ და ითხოვს კლინიკის ჩანაწერების ამოღებას.კლინიკაში კი ამბობენ, რომ როცა მათთან მიიყვანეს, დაჭრილი უგონოდ იყო. 7 წუთში ის საოპერაციოში შეიყვანეს, მართვით სუნთქვაზეც გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

თეგები: მიშო ახლოური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved