პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ქართველიშვილი:
“სააკაშვილმა მორიგი შიმშილობა გამოაცხადა. ანუ, სახელმწიფოს ხარჯზე, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მას აღარ სჭირდება. მას აქვს კონსტიტუციური უფლება – უარი განაცხადოს საკვების მიღებაზე, მის მონელებაზე, ორგანიზმიდან ფიზიოლოგიური ნარჩენების გამოყოფაზე და თუნდაც სუნთქვაზე.
აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი – არც ერთ ჩემს ჩამოთვლილ კონსტიტუციურ უფლებაზე წამსვლელი პატიმარი სააკაშვილი არაა, მაგრამ ვინაიდან კლინიკის პალატის პირობები მისი განზრახვის აღსრულებისთვის ცდუნების შემცვლელ გარემოს წარმოადგენს – სასწრაფოდ გადავიყვანოთ იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში! იქ შიმშილობის “რიტუალი” უკეთ არის შესასრულებელია!”
კომენტარები