• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასწაულის მოლოდინში 2028 წელიც მოვა და ამ პასიურობით საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს ივანიშვილი” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
15:19 07-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,677

მწერალი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ეს შეხვედრა გუშინ გვქონდა ენგურის ხიდთან, ბანაკში.
სინდისის პატიმრების მშობლებს, ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ფრაგმენტები წავუკითხე ჩემი “დამკვირვებლიდან”. ამის შემდეგ ფენომენალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ლილი ბეგიაშვილმა წაგვიკითხა ლექცია იმ უმძიმეს გამოცდილებაზე, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე მივიღეთ, თუმცა ამ გამოცდილების მქონეთ ახლა ბევრად უფრო მეტი ცოდნა გვაქვს, ვიდრე იმ კოშმარულ დღეს გვქონდა, და ეს პლუსია. ახლა მეტი ვიცით. გამოცდილება გაკვეთილად უნდა იქცეს, თუ არა და, უარეს კატასტროფად დაგვიბრუნდება ყოველ ჯერზე.
“ერთი ხალხი – ერთი საქართველოს” კამპანიის სულისკვეთებით ჩვენმა მეგობრებმა არაერთი ადგილი დაიარეს და ბევრ ადამიანს შეხვდნენ (ახლაც ხვდებიან). და აი, ამის შემყურემ და მონაწილემ, კიდევ ერთხელ გავიაზრე თითქოსდა ყველასთვის ცნობილი, მაგრამ რატომღაც იგნორირებული ჭეშმარიტება: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სიარული და ადამიანებთან შეხვედრაა! შეხვედრა, საუბარი და შინაარსის გაჩენა!
დიდია ეს პატარა საქართველო და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც უიმედობას, დაუცველობას და უნდობლობას ყავს შეპყრობილი. გუშინ ასეც მითხრეს – ამდენი ამედგაცრუების მერე ვის უნდა ვენდოო… და ვის ვახსოვართო. დაუცველობა და იგნორირებულობა!..
ვის ვუტოვებთ ამ ხალხს? უიმედობას? აგრესიულ უმცირესობას ქოცების სახით, რომელთაც მძევლად ვყავართ აყვანილი? ეს ხალხი აქციებზე არ და ვერ დადის… და ამიტომ უარვყოთ? რა შინაარსს ვაძლევთ მათ? რა მიზანს? რის იმედს? სასწაულს ველით? სასწაულის მოლოდინში 2028 წელიც მოვა და ამ პასიურობით საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს ივანიშვილი (რაც 2024 წელს ვერ მოახერხა, იმის მიუხედავად, რომ გადააყალბა და რა რეპრესიულ მეთოდებს აღარ მიმართა).
არადა, უკვე დარაზმვაა საჭირო… და საქმე ახლა ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე 2024 წელს იყო. მინიმუმ, 20 000-მდე დამკვირვებელია საჭიროო… მებრძოლი და მოტივირებული მოქალაქეები!
პოლიტიკოსებო, ვიცით რომ ავტორიტარიზმში პოლიტიკის წარმოება თითქმის შეუძლებელია, პერსპექტივა უმეტესად ციხეა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მობილიზება გმართებთ! თქვენ – უპირველეს ყოვლისა! გადით სოციალური ქსელებიდან სოფლებში, რეგიონებში, ხალხში! გადით! ერთხელ და ორჯერ არ მიგვიღებენ? მესამე ჯერზე ნდობა დაბრუნდება!
აბა, ალტერნატივა რა არის? დავიწყებისთვის განწირული პოლემიკა ფეისბუქში და მხოლოდ აქტივობის სიმულაციური ვიდეოების ჩაწერა? ლოდინი? რისი? რას ველოდებით? სასწაულს? აღარ ვიცნობთ საქართველოს და ჩვენს აღქმებში ვართ გამოკეტილი, ადამიანები კი მიზანს და ამოცანას უნდა ხედავდნენ და არა ბუნდოვანებას! ქვეყანა დიდია და იმ ხალხსაც დავფანტავთ ასე, ვინც 2024 წელს იმედით და მოტივაციით იყო აღსავსე! უკვე ვკარგავთ დროს…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved