• რეკლამა
  • კონტაქტი
21:07, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასჯელს რომ მოვიხდი, პირველი, რასაც ვიზამ, გავალ რუსთაველზე და გავაგრძელებ პროტესტს” – იმედა კლდიაშვილს 9 დღიანი პატიმრობა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
17:49 10-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,778

გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულმა იმედია კლდიაშვილმა სასამართლოს მიმართა და თქვა:

ბრალდების ლოგიკას რომ გავყვეთ, ადგილი აღარ დარჩება პროტესტის გამოხატვისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ ისეთი პროტესტი, რომელიც არავის დისკომფორტს არ შეუქმნის. მითხარით, როდის და სად შემიძლია გავაპროტესტო?!
2024 წლის არჩევნების არაჯანსაღ და გაყალბებულად ჩატარების პროტესტია ეს ყველაფერი. ათეულში მაინც შევდივარ, ვინც ზუსტად იცის, რა ხდება საარჩევნო კოდექსში, რა მოხდა და როგორ გააყალბეს. ზუსტად ვიცი, როგორ ატრიალეს კარუსელები, როგორ აშინებდნენ მოქალაქეებს. ამას ვაპროტესტებ 2024 წლიდან და ეს არის ნომერი პირველი მიზეზი. ამ კანონით, ახლა რომ მიიღეს, პროტესტის უფლებაც აღარ მაქვს და მაგასაც ვაპროტესტებ.

ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც შვილების გაზრდა უნდა. ყველა მოსვლას ვერ ახერხებს. გამოჩნდა ეს ფანჯარა 9-დან 11 საათამდე, როცა შეგვიძლია, თან ოჯახი ვარჩინოთ, თან ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ. ამის ჩაქრობა უნდა „ქართულ ოცნებას“. კობახიძეს, რომელსაც ჰგონია, რომ რაღაცას მოიგებს, პირიქით არის. ველი 10-დღიან სასჯელს. თქვენც ჩემი გეგმის ნაწილი ხართ, ბატონო მოსამართლევ. ამ სასჯელს რომ მოვიხდი, პირველი, რასაც ვიზამ, გავალ რუსთაველზე და გავაგრძელებ პროტესტს. ვიცი, რომ მერე ერთწლიანი პატიმრობა მელის. თუ ვინმე ჩემი ახლობელი და მეგობარი თავს იკავებდა გამოსვლაზე, ისიც გამოვა და ასეთი ადამიანი ბევრი ვიქნებით. მე იქ ვერ მივიღებ საკვებს და გამოვაცხადებ შიმშილობას. ესეც იყოს ანონსად”

ცნობისთვის, პროკურატურა 10–დღიან პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ 9 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved