ჟურნალისტი, ვახო სანაია:
სასამართლოდან დამირეკეს. პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე სტატუსები დაგიწერიათო. რაღაცას ამბობდა ის ქალი – თარიღებს, მუხლს თუ რაღაცებს. მოსამართლე ქოჩქიანიო. აქამდეც გირეკავდითო, ვერ დაგიკავდირდითო თუ რაღაც და სხდომა გადაიდოო. ფეხებზე მკიდია ეს ამბავი, ზედ მოსამართლის აზრიც ამ საკითხზე-მეთქი. მოსამართლის შეურაცხყოფა არ შეიძლებაო, რეაგირება გვექნებაო თუ რაღაც ეგეთი. ქალბატობო, გიმეორებთ, ფეხებზე მკიდია მოსამართლის აზრი-მეთქი, გავუმეორე კიდევ ორჯერ. ორ ხმაში ხომ არ ვისაუბრებთო. რავი, მოსამართლის აზრი ფეხებზე მკიდია-მეთქი. დამატებით რამე შეკითხვა ხომ არა გაქვთო. მე რა შეკითხვა უნდა მქონდეს, თქვენ მირეკავთ მეთქი. ასე დასრულდა ეს საუბარი











კომენტარები