• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სარვამარტო საჩუქარი წალენჯიხელ მედდებს – “სანამ ცენტრალური ხელისუფლება ამ პროფესიის ადამიანებს გაიხსენებს…” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
00:53 03-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
354

გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

ექთნები, მუდამ, ბრძოლის წინა ხაზზე არიან, მაშინაც კი, როცა მშვიდობაა.
ისინი, თავიანთ საქმეს, უხმაუროდ და აფიშირების გარეშე აკეთებენ.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მათ ვერავინ ამჩნევს, თუმცა, ყველა პროფესიონალმა დასტაქარმა იცის, გვერდით მოწყალების და რომ არ ჰყავდეს, ვერაფერს გახდება!
დიახ, ყველა, ვინც მედიცინაში ოდნავ მაინც ერკვევა, აღიარებს, რომ პროფესიონალი სამედიცინო მანიპულაციების წარმატების გარანტიად ექთნები ითვლებიან, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისინი ყველა ხელისუფლებას ავიწყდება!

აი, მაგალითად, ავიღოთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სადაც რაიონულ საავადმყოფოში, 70-80-იან წლებში, 960 მედპერსონალი მუშაობდა, აქედან, 500 ექთანი იყო. 1997-2000 წლამდე კი 500 ექთნიდან 200 ექთანი შემორჩა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკებს.

დღეს კი, როგორც კვლევები ადასტურებს, ექთნები, ან საერთოდ არ არიან და თუ არიან ისიც თითო ოროლა.

წალენჯიხის ოთხსართულიან საავადმყოფოში, რომელიც 3 ჰექტარზეა გაშენებული და სხვათა შორის, უკვე „ევექსის“ საკუთრებაა, გინეკოლოგიური კაბინეტი არ არსებობს! ქირურგი კი კვირაში ორჯერ მოდის და ეს მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები, თუ ექთნები სხვა მუნიციპალიტეტებში არიან დასაქმებულნი!

ამასაც თავი რომ დავანებოთ, წალენჯიხას რეანომობილიც არ ჰყავს. მართალია, ამ თემაზე წალენჯიხის მერის მოადგილემ და ადგილობრივებმა პეტიცია შეადგინეს და თბილისში, შესაბამის უწყებაში, ანუ ჯანდაცვის სამინისტროშიც გაგზავნეს, მაგრამ რად გინდათ, ხალხის ხმა დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. არადა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის რომ გეკითხათ, საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა კარგად კიარა, ძალიან კარგად მიმდინარეობდა. აი, ეს „ძალიან კარგად“, მისი აზრით, ალბათ, იმას ნიშნავდა, რომ წალენჯიხას ცოფის ვაქცინაც კი არ აქვს (ამ საკითხზე „თაიმერი“ ჯერ კიდევ, გასულ წელს წერდა).

ჰოდა, თუ ადამიანი ავად გახდება, იძულებულია, ზუგდიდში წავიდეს, ან სულაც, მეზობელი ექიმისა, თუ ექთნის იმედად იყოს.

ექთნები, უფრო სწორად, ღვაწლმოსილი ექთნები კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არაერთია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ექვსი ექთანი 100 წელსაა მიტანებული, 112 პენსიონერია, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში კი სულ 25 სასწრაფოს მედდაა.
ალბათ, ჩვენს ქვეყანაში ოდესმე დადგება დრო, როცა ექთნებს სახელმწიფო სათანადოდ დააფასებს. მანამდე კი, სანამ ცენტრალური ხელისუფლება ამ პროფესიის ადამიანებს გაიხსენებს, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყველა ზემოხსენებული მედდა 8 მარტს საჩუქარს მიიღებს.

დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ცხადია, 100 ლარი არაფერია, მაგრამ წალენჯიხის მერია, ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ასეთი მცირედი საჩუქრით გაულამაზებს. საერთოდ, მთავარი თანხის რაოდენობა კი არა, დაფასებაა, ანუ ჩვენს ღვაწლმოსილ ექთნებს გაუჩნდებათ განცდა, რომ ისინი ახსოვთ, რომ მათ შრომას პატივს სცემენ და აფასებენ!

ასე რომ, ძვირფასო ქალბატონო ექთნებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! იყავით მუდამ ასეთი მოტივირებულები და ბრძოლისუნარიანები, გქონდეთ შემართება, რადგან ავადობასა და სიკვდილზე გამარჯვება, თქვენს გარეშე – წარმოუდგენელია!

თეგები: ბერდია კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved