• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქსტატი: რამდენი ლარით განისაზღვრა საარსებო მინიმუმი მაისში

ალია ავტორი - ალია
14:03 06-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით გაიზარდა და 205.6 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი იანვრის შემდეგ 10 ლარითაა გაზრდილი.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მაისში 2.5 ლარით გაიზარდა და 182.1 ლარი შეადგინა. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ 8.9 ლარითაა გაზრდილი, წლიურად კი 14.2 ლარით.

მაისში წლიური ინფლაციის დონე 7.7% იყო, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, საარსებო მინიმუმის ზრდა კი გაზრდილ ფასებთანაცაა კავშირში.

რა არის საარსებო მინიმუმი და რას ითვლის საქსტატი?

საქართველომ საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წლის 17 აპრილს მიიღო. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია, ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2017 წლის აგვისტოს საარსებო მინიმუმი 5-სულიანი ოჯახისთვის იყო 2 ლარით და 30 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე იანვარში. რეალურ ცხოვრებაში რთულია ასეთი შემთხვევა მოხდეს. იმ პირობებში, თუ საარსებო მინიმუმში მოხდებოდა მინიმალური კომუნალური სერვისების გათვალისწინება (დენი, გაზი, წყალი) რეალობისგან ასე აცდენილ სურათს არ მივიღებდით. 

საარსებო მინიმუმის კალკულაციას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან:

  • ხორბლის პური – 250 გრამი
  • სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
  • ლობიო – 20 გრამი
  • ბრინჯი – 10 გრამი
  • წიწიბურა – 10 გრამი
  • ძროხის ხორცი – 40 გრამი
  • მაკარონი – 15 გრამი
  • ღორის ხორცი – 20 გრამი
  • რძე – 150 მილილიტრი
  • ხაჭო -15 გრამი
  • ყველი – 20 გრამი
  • ნადუღი – 5 გრამი
  • ბადრიჯანი -10 გრამი
  • საკვების სრული სიის და კოეფიციენტების ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგ მიღებულ რიცხვს ყოფენ 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 56%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, ტრანსპორტში, კომუნალური მომსახურებაში, გართობაში და სხვ.). საარსებო მინიმუმის კალკულაციაში კი გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენი 30% ისევ სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი, რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა, არის ქვეყანაში სურსათის ფასები. ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა დენის და ბუნებრივი აირის ტარიფები და ტრანსპორტის ღირებულება, ამ მაჩვენებლის კალკულაციაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს. 

წყარო – ტაბულა

თეგები: საქსტატი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved