• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქმე გვაქვს ფსიაქიატრიულ პაციენტთან, რომელშიც ორი „მე“ ებრძვის ერთმანეთს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
16:02 05-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
729

ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:

“რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო მასშტაბის კატაკლიზმებს მისცა დასაწყისი. პრაქტიკულად წარმოუდგენელი პროცესის მოწმენი ვართ; პროგრესული მსოფლიო შეუქცევადად ანადგურებს რუსეთის პოლიტიკურ-გრავიტაციულ ველს. სულ ცოტაც და აღმოსავლეთ ევროპა სრულიად განსხვავებულ არსებობას დაიწყებს.
საქართველო ამ ახალ ეპოქასა და რეალობას ხვდება კატასტროფულ ფორმაში. ქართული პოლიტიკური სპექტრი პრაქტიკულად არ არსებობს. ეს გამოწვეულია ქართული საარჩევნო ველის ტოტალური დეგრადაციით. 3 მილიონიანი ქვეყნის ამომრჩეველთა მკვეთრი პოლარიზაცია შეუქცევადი მოცემულობაა და ეროვნული თანხმობის მიღწევის პოტენციალი პრაქტიკულად ნულოვანია. ივანიშვილ/სააკაშვილის ორპოლუსიანი სპექტრი სტატიკურ მდგომარეობაშია და ამ ჩიხიდან გამოსავალი არ ჩანს. ამ პოლუსურ დაპირისპირებაზეა აგებული აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი. დაპირისპირებულ მხარეთა მედია-საშუალებები ვერ ახერხებენ ობიექტური პოზიციის დაფიქსირებას და გადაიქცნენ მოსისხლე პროპაგანდისტულ მანქანებად. ქვეყანა ფიზიკურად ნადგურდება და ამის საფუძველი მისი ინტელექტუალური დეგრადაციაა. სამედიცინო პარალელი რომ მოვიყვანოთ, საქმე გვაქვს ფსიაქიატრიულ პაციენტთან, რომელშიც ორი „მე“ ებრძვის ერთმანეთს. არა აქვს მნიშვნელობა რომელი მოკლავს მეორეს და გაიმარჯვებს, რადგან ისინი ობიექტურად ერთ სხეულს წარმოადგენენ.
ასეთ სიტუაციებში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ძალას, რომელიც ქვეყნის სათავეშია; ანუ მთავრობას. საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას კი სამწუხაროდ არ გააჩნია ამ პასუხისმგებლობის გააზრების არც ფიზიკური და არც ინტელექტუალური პოტენციალი. დაპირისპირება ყოველდღიურად ღრმავდება და უფრო და უფრო საშიშ ხასიათს იღებს. ეს საშიშროება გამომდინარეობს იმ გიგანტური გეოპოლიტიკური კატაკლიზმისაგან, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება ამჟამად.
პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ორდინალური პატიმარი. ეს ადამიანი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი და ეს არის ობიექტური რეალობა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, იმის მიუხედავად. პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამჟამად მას ასამართლებს, არ გააჩნია არც იურიდიული, არც პოლიტიკური და რაც მთავარია, არც მორალური უფლება, რომ ეს პროცესი წარმართოს. არ გააჩნია მრავალი ობიექტური მიზეზის გამო; რომელთა შორის უმთავრესი ფაქტორია ის, რომ იგი წარმოადგენს ფსევდო-დემოკრატიულ წარმონაქმნს, რომელიც იმყოფება ერთი ადამიანის შეუზღუდავი კონტროლის ქვეშ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვეოდა პატიმრობის პირველივე დღიდან. მას უშუალოდ, ღიად ემუქრებოდა საქართველოს პრემიერი და პარლამენტი. უხეშად იქნა დარღვეული მისი მთავარი უფლება, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება; მისი ნებართვის გარეშე იქნა გასაჯაროებული არაერთი კონფიდენციალური ინფორმაცია. რაც მთავარია, სახელმწიფოს პირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფმა სამედიცინო ინსტიტუციებმა უპირობოდ დაკარგეს ნდობა მას შემდეგ, რაც მათ ვერ შეძლეს პაციენტის უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტირება. არასრულყოფილი აღმოჩნდა სახალხო დამცველის აპარატის დაცვითი პოტენციალიც, რადგან (ობიექტური მიზეზების გამო) მათ ვერ უზრუნველჰყვეს პატიმრის გადაყვანა კერძო, დამოუკიდებელ სამედიცინო სტრუქტურაში და იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ მის გადამისამართებას ერთი სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურიდან მეორეში, რაც იურიდიულ აბსურდს წარმოადგენდა, რომ არაფერი ვთქვათ წმინდა წყლის სამედიცინო ნონსენსზე; რომლის შედეგადაც პატიმარი დატოვებული იქნა ისეთი ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც დაკარგული ჰქონდათ ნდობა როგორც პატიმარის, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სასიკვდილო საფრთხეში. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებისა და კონტროლის ქვეშ მყოფ სამედიცინო სტრუქტურებს არც ფიზიკურად და არც სამედიცინო ეთიკის ფუნდამენტური კომპონენტების გათვალისწინებით არ შეუძლიათ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის კომპლექსური დარღვევის არც ადექვატური დიაგნოსტირება და არც მკურნალობა.
საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება ამ კრიზისული სიტუაციის ღირსეულად განმუხტვა, რათა ქვეყანა დეკადების განმავლობაში ისევ არ ჩაეფლოს ეროვნულ დაპირისპირებაში, რომელსაც კატასტროფული შედეგები ექნება ჩვენი ქვეყნის როგორც შინაურ, ასევე საგარეო პოლიტიკაზე.
მოვუწოდებ ყველა ღირსეულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკუთარ პატივმოყვარეობაზე მაღლა დაყენება, რომ მოითხოვონ და უზრუნველჰყონ პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და დამოუკიდებელ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მისი მკურნალობის უზრუნველყოფა.
ეს იქნება სერიოზული ნაბიჯი დიდი ეროვნული თანხმობის გზაზე, რომლის გარეშეც საქართველოს წარმატებული არსებობა გამორიცხულია.”
თეგები: ზურაბ გურულიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved