აშშ–ს სენატიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს ხელისუფლება უმკაცრესად გააკრიტიკეს.
შეხვედრის დასაწყისშივე კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და დამოუკიდებელი მედიის დევნის შესახებ ისაუბრა.
“ეს არის ერი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას, ოპოზიცის ლიდერების დაპატიმრებას და განგრძობით მცდელობებს, დაიბლოკოს სწორედ ის დამოუკიდებელი რეფორმები, რომებიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის სჭირდება. აშშ უნდა დარჩეს პროცესებში ჩართული და ამ მყიფე პერიოდში მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა მენენდესმა.
კომენტარები