• რეკლამა
  • კონტაქტი
12:06, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში სამედიცინო პრაქტიკის მეშინია, დიახ, მეშინია და გეტყვით, რატომ”

ალია ავტორი - ალია
20:35 08-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში

ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებში სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს უპრობლემოდ გადაეცათ ქართული ლიცენზიები.

ვცდილობ პასუხს ზრდილობიანად ავარიდო თავი, რადგან უბრალოდ მეუხერხულება იმის თქმა, რომ მეშინია.

დიახ! მეშინია!

მეშინია იმიტომ, რომ საქართველო არის ისეთი აბსურდული სამართლებრივი პარადოქსების ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ოკუპანტი ქვეყნის საიდუმლო სამსახურების მიერ გადაბირებული, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით მებრძოლი სახელმწიფო დამნაშავე გახდეს პარლამენტის წევრი და პარლამენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

სადაც შესაძლებელია პარლამენტში არსებობდეს ფრაქცია, რომლის დოქტრინას წარმოადგენს ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება. სადაც პარლამენტის წევრი აცხადებს 13 -ჯერ გამართლებულ ადამიანზე, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანი სამუდამოდ უნდა იჯდეს ციხეში;

სადაც პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორად წარადგენს ჯიბგირობისათვის ნასამართლევ პიროვნებას და აცხადებს რომ ეს არ წარმოადგენს სერიოზულ ხელისშემშლელ პირობას და ა.შ. და ა.შ.

მავანი გაიფიქრებს ალბათ, საიდან სად წავიდაო; მათ შორის ჩემი კოლეგებიც; მაგრამ როდესაც ფიქრობ რომ პოლიტიკა რაღაც განყენებული სფეროა, ბუნებრივია თავად ქართველი ექიმებისათვისაც არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა და დამცავი მექანიზმები, რომლებიც მათ ერთი მხრივ მათი ჩაქოლვის მოსურნე გავეშებული ბრბოსაგან დაიცავს და მეორე მხრივ არასამართლებრივი და პრიმიტიული ინსტიქტებით მოქმედი სახელმწიფოსაგან. პატივცემულო ჯანდაცვის სამინისტროვ და საქართველოს იურისტებო, ნუთუ არ გრცხვენიათ იმისი რაც ხდება?

როდესმე ხომ უნდა მოხდეს სამედიცინო შეცდომისა და სამედიცინო კრიმინალის განსხვავებული სამართლებრივი კვალიფიკაცია და ამის შესაბამისი ახსნა როგორც საზოგადოებისათვის, ასევე პოლიტიკოსებისათვის?

პატივცემულო პოლიტიკოსო ექიმებო, გულუხვად წარდგენილნო ნაირნაირ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, როდესმე მოიფიქრებთ საკუთარი კოლეგების ინტერესების ლობირებას ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში, თუ პოლიტიკაში მყოფ ექიმებსაც არ ეხებათ პოლიტიკა და მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებს უნდა ეხმალაოთ?

ხომ ხედავთ რომ საქართველოს ახალგაზრდა ექიმების კვინტესენცია ქვეყანაში დარჩენას არ აპირებს და სამუდამოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. რატომ აკეთებთ ამას შეგნებულად?ახლა უკვე წასულებს და საქართველოსკენ მაცქერალთაც უნდა ამოუკვეთოთ ფეხი სამშობლოდან?მე ნამდვილად არ შემიძლია დღეს თვალი გავუსწორო საქართველოში მყოფ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას და ვუთხრა რომ მისი ჯანმრთელობისათვის და კარიერული წარმატებისათვის სამშობლოში არის საკმარისი პირობები. არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს იქნება წმინდა წყლის სიცრუე !”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved