საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი იწყება.
“დღეს ჩვენ პედაგოგებისთვის განსკუთრებულ აქციას ვიწყებთ,”- აღნიშნა ეკატერინე ტიკრაძემ.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პედაგოგებისთვის იწყება ვაქცინაციის პროცესი მთელი საქართველოს მაშტაბით. ეს ემსახურება უმთავრეს მიზანს, ჩვენი პედაგოგების, ჩვენი შვილების, მოსწავლეების ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რომ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ეს არის მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა, განათლების მინისტრმა.
კომენტარები