• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში მინერალური წყალი გაძვირდა

ალია ავტორი - ალია
16:26 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ მაღაზიებში მინერალური და მტკნარი წყლები გაძვირდა. 1.5-ლიტრიანი კონკრეტული წარმოების მტკნარი წყლის ფასი 1.45 ლარიდან 1.55 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

გამოცემა დაინტერესდა რა ფაქტორები მოქმედებს წყლის ღირებულების კორექტირებაზე და ამ კითხვებით საქართველოში მინერალური წყლების მსხვილ მწარმოებლებს მიმართა.

„აი დი ეს ბორჯომი თბილისში“, „წყალი მარგებელსა“ და „აქვა გეო“-ში ადასტურებენ, რომ ახალი წლიდან მწარმოებლებს წყლის ღირებულების გაზრდა მოუწიათ. ცვლილება სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში 8-12%-ის ფარგლებში მერყეობს.

„ჩვენი კომპანიის, „IDS ბორჯომი თბილისის“ პორტფელში შემავალ პროდუქტებზე ფასების ცვლილება საოპერაციო დანახარჯების გაძვირებამ განაპირობა, რაც პირველ რიგში ნედლეულის, შესაფუთი მასალების და ლოგისტიკური ხარჯების ზრდით არის გამოწვეული; მნიშვნელოვანია ასევე პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელიც აბსოლუტურად ყველა ბიზნეს სექტორს შეეხო.

ფასების კორექტირება 2022 წლის იანვრიდან მოხდა, „ბორჯომის“ სხვადასხვა შეფუთვა საშუალოდ 25 თეთრით, „ლიკანის“ – 15-20 თეთრით, ხოლო „ბაკურიანის“ 5 თეთრით გაიზარდა.

იმედს ვიტოვებთ, რომ გლობალური ინფლაციური ფაქტორები დასტაბილურდება, რაც არსებული საფასო პოლიტიკის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პრომო აქციები და ფასდაკლებები შევთავაზოთ“, – აცხადებენ „აი დი ეს ბორჯომი თბილისში“.

მინერალური წყლების „ნაბეღლავის“, „ბახმაროსა“ და „ჯეო ნატურას“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელში“ კი ამბობენ, რომ ახალი წლის შემდეგ პროდუქტი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.

„საწვავის გაძვირება და ტრანსპორტის ხარჯების გაზრდა პროდუქტის თვითღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამასთან მსოფლიოში მასალის – ტარის –  ღირებულება შესამჩნევად გაზრდილია, შესაბამისად, კომპანიას საბოლოოდ წყლის ღირებულების გაზრდა მოუწია. რთულია მოლოდინებზე საუბარი, რადგან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვართ დამოკიდებული“, – განმარტა “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბერიშვილმა.

„აქვა გეოში“, რომელიც მინერალურ და მტკნარ წყლებს „კობის“ და „სნოს“დასახელებით აწარმოებს, აცხადებენ, რომ სატრანსპორტო ხარჯი და ნედლეული იმდენად გაძვირდა, რომ მათ ფასების კორექტირება მცირედით მოუწიათ.

„პირველ რიგში, ძვირდება თვითონ ნედლეული, ასევე ნავთობი და გაზის გაძვირება, რაც მინის ტარას აძვირებს. ყველაფერი გაგვიძვირდა და ეს პროდუქტის ფასზე აისახა. დღეს მუშახელის ბაზარიც გაძვირებულია და ხელფასების მომატება გვიწევს. მინერალურ და მტკნარ წყლებზე ფასის მომატებით გაზრდილ ხარჯებს ვერ დავეწევით. იმ ზრდას რომ გავყვეთ, რამდენითაც ხარჯი გაგვეზარდა, პროდუქტი არარეალიზებადი გახდება. ამიტომ ამ ბეწვის ხიდზე გავლას ვცდილობთ, რამენაირად ჩვენი დანაკარგების მინიმიზაცია მოვახდინოთ და შევინარჩუნოთ თავი. რთული სათქმელია რამდენით გავზარდეთ ფასი, კატეგორიების მიხედვით პროდუქტი 8-12% გაძვირდა, ხოლო ჩვენი ხარჯების ზრდამ 30% შეადგინა“, – აღნიშნა „აქვა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.

წყარო: BM.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved