საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 528. ინფექციას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები