• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს საზღვარზე რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე სარდაფში ცხოვრობს

ალია ავტორი - ალია
17:23 08-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,527

დამოუკიდებელმა მედიამ Холод სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე გაჭედილი უკრაინის მოქალაქეების ამბავია მოთხრობილი.

სტატიის მიხედვით ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად, რუსეთიდან დეპორტირებული 17 უკრაინელი სარდაფში ცხოვრობს. ლტოლვილები საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქართველოში არ შემოუშვეს.

ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გაჩერებული ადამიანების ნაწილი ყოფილი პატიმრები არიან, რომლებიც უკრაინის მხრიდან იდენტიფიკაციას ელოდებიან, მეორე ნაწილი კი რუსეთის საემიგრაციო სამსახურების მიერ დაჭერილი და შემდგომში საქართველოს საზღვართან, საბუთების გარეშე დატოვებული უკრაინის მოქალაქეები არიან.

გამოცემას თავის ისტორიას უყვება 31 წლის უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ შულგინი:

“მე მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ ბოლო 10 წელი რუსეთში ვცხოვრობდი. მიმდინარე წლის იანვარში პოლიციამ დამაკავა, ცხოვრებისა და მუშაობის უფლების დამადასტურებელი საბუთი მომთხოვეს, რომელიც არ გამაჩნია. აქამდეც, წლების განმავლობაში საბუთი არ მქონდა, მაგრამ სამართალდამცავებთან პრობლემა არ შემქმნია. წამართვეს პასპორტი და კრასნოდარში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი დაკავების ცენტრში გადამიყვანეს. იქ 7 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი, შემდეგ საქართველოს საზღვართან დამტოვეს. რუსმა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ გამიშვეს, საქართველოს საზღვარზე კი გამაჩერეს და სარდაფში გადამიყვანეს. აქ 2 აგვისტოდან ვცხოვრობ”. – ამბობს შულგინი.

მისი თქმით, 2 აგვისტოდან მოყოლებული არც ერთი რუსეთიდან დევნილი უკრაინის მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს. შულგინი საცხოვრებელ პირობებს აღწერს:

“აქ ნესტია, არ არის გამწოვი, მილიდან კონდენსატი წვეთავს. ჩვენ უბრალოდ პატიმრები ვართ, გარეთ არ გვიშვებენ და არავინ არაფერს გვეუბნება. კვირაში ერთხელ მოხალისეები საჭმლით გვამარაგებენ, მადლობა მათ ამისთვის. ასე რატომ ხდება და ვის მივმართოთ არ ვიცით”.

როგორც Холод წერს რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების საქართველოში არ შემოშვება გავრცელებული პრაქტიკაა. მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის მარტშიც მოხდა.

Холод დამოუკიდებელი რუსული მედიაა, რომელიც 2019 წელს გამოცემა Meduza-ს ყოფილმა ჟურნალისტმა, ტაისია ბეკბულატოვამ დააფუძნა. მედია რუსეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს ამბებს აშუქებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved