• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს პრემიერთან და მის გუნდთან ამ მხრივ დიდი პრობლემები არ გვქონია” – ბჟანია

ალია ავტორი - ალია
14:32 10-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო “პრეზიდენტის”, ასლან ბჟანიას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა, – ამის შესახებ ბჟანიამ გამოცემა Известия – სთან ინტერვიუსას განაცხადა.

ბჟანიას მტკიცებით, შესაბამის “შეთანხმებას” მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.

“ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი – სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება”, – ამბობს ბჟანია და დასძენს, რომ “არის კიდევ რაღაცები, რაზეც ვერ ისაუბრებს”.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კეთდება.

ამავე ინტერვიუში ბჟანიამ “ქართული ოცნების” მთავრობა კიდევ ერთხელ შეაქო და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი “პრაგმატული” ლიდერები არიან.

“მე მგონია, რომ საქართველოს ახლანდელი ლიდერები, მე ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია – ამ მხრივ დიდი პრობლემები არ გვქონია. თუმცა, ხშირად, საჰაერო სივრცეს არა ქართული, არამედ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ, ჩვენ ამ ქცევას ვაკვირდებით. ჩვენთვის გასაგებია, რომ ამგვარი დაზვერვები ტარდება ამერიკის შეიარაღებული ძალებისა და გარკვეულ წილად, საქართველოს ინტერესებით”, – ამბობს ე.წ. პრეზიდენტი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, არის თუ არა სიტუაცია სტაბილური “საზღვარზე”. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ოქტომბერს, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საგანმანათლებლო ცენტრ “სირიუსში” შეხვდა.

წყარო – მთავარი არხი

თეგები: ასლან ბჟანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved