• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოს ხელისუფლების მიზანია კრიტიკული ხმების ჩახშობა“ – Human Rights Watch

ალია ავტორი - ალია
16:39 07-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

Human Rights Watch საქართველოზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გარშემო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მოვლენებს აღწერს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად და დასაშლელად იყენებს რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შემზღუდავ წესებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებებს.

ორგანიზაცია წერს, რომ ახალი კანონები პრაქტიკულად მთელ უცხოურ დაფინანსებას მკაცრ სახელმწიფო კონტროლს უქვემდებარებს, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ორგანიზაციებს აკისრებს სტიგმატიზებელ „უცხოური აგენტის“ იარლიყს და მათ მძიმე ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

HRW აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს გაუმართლებელი სამართლებრივი ზომები და უზრუნველყოს, რომ დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ჩარევის გარეშე შეძლონ.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი რეაგირება, გაზარდონ რეპრესიების პოლიტიკური ფასი, მათ შორის სანქციების გამოყენებით, და სასწრაფოდ გააფართოონ დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„საქართველოს ხელისუფლების მიზანია კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დაშლა, და ამ მიმართულებით იგი საგანგაშო პროგრესს აღწევს.

ხელისუფლება ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელი ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ უსაფრთხოდ საქმიანობას, დაფინანსების მოპოვებასა და იმ თემების მხარდაჭერას, რომლებიც მათზე იყვნენ და კვლავაც არიან დამოკიდებული”, – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.

თეგები: Human Rights Watch

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved