• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, კვირა, 28 მაისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

ალია ავტორი - ალია
19:07 05-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და 2020 წელს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ასევე, გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, საპატიო თანამშრომლის წოდებით და რანგის მინიჭებით დააჯილდოვა. პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ გოჩა ჯანყარაშვილს და ბადრი გოგლიძეს, რომელიც 2020 წლის 14 აპრილს კოვიდინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის გამოძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროკურატურის თანამშრომლის საპატიო წოდება მიენიჭათ ია დარჯანიას და გივი ბაღდავაძეს, ასევე დაჯილდოვდნენ აგვისტოს ომის საქმის გამოძიებაში შეტანილი წვლილისთვის ზვიად გუბელაძე, ლევან ზაალიშვილი, დავით ლეპერტი და გრიგოლ ჩახუნაშვილი. პროკურატურის 67 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადაეცა, ხოლო რანგირების სისტემის მიხედვით, პირველი რანგი 6 პროკურორს, მეორე რანგი კი 16 პროკურორს მიენიჭა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, პროკურატურის დღესთან დაკავშირებით, ხდება გამორჩეული თანამშრომლების წარდგენა კარიერის მართვისა და დაწინაურების საბჭოსთვის და ამ საბჭოს ფარგლებში ხდება საუკეთესოების შერჩევა. წელსაც, შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი ამ პერიოდში“- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პანდემიის დროს წარმოქმნილ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, უწყება ამ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდა. გენერალურმა პროკურორმა კოვიდ 19-ის შედეგად გარდაცვლილი თანამშრომლები ფრიდონ ქარცივაძე და ბადრი გოგლიძე გაიხსენა და უწყებაში მათ მიერ გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, გარდაცვლილი თანამშრომლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი ჰან მორაალი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოს პროკურატურას მივულოცო პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მივიჩნევ, რომ ეს ნამდვილად მოსალოცია, რადგან საქართველოს პროკურატურა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის სამართლიანად განხორციელებას გულისხმობს. ეს ასეც უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ ამას შედარებით მოკლე დროში მიაღწია. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია, რაც სისხლისსამართლებრივ დევნას კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების სრულ დაცვას მოითხოვს“ – აღნიშნა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანმა ჰან მორაალმა.

„საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს ვულოცავ. პროკურორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის სამართლის სისტემაში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში და იგი კანონის უზენაესობას ემსახურება. საქართველოს პროკურატურას წარმატებებს და დასახული მიზნების შესრულებას ვუსურვებ“- განაცხადა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტმა.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან 30 მაისს აღინიშნება.

თეგები: ირაკლი შოთაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,შესაძლოა, საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან“ – სოსო ცინცაძე

17:17 05-28-2023
,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები
ახალი ამბები

,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები

12:29 05-28-2023
“ქართული მარშის” წევრები ჩოხატაურში არ შეუშვეს – რას წერს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

,, ჩემნაირმა, ეროვნული მოძრაობიდან წამოსულმა ხალხმა უნდა ვამხილოთ ეს ფარისევლები” – ვის ასახელებს სანდრო ბრეგაძე

00:24 05-28-2023
„მე არ ვიცი, იყიდა ეს აქცია ივანიშვილმა, ისესხა, თუ დააშინა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია…“ – რას უყვებიან „ალიას“
ახალი ამბები

„სწორედ ამ დროს აამუშავა პუტინმა თავისი სატელიტი ივანიშვილი“ – გიორგი გუგავა

17:52 05-24-2023

ბიზნესი

რა მოხდა გორგიაში 26 მაისს
ახალი ამბები

რა მოხდა გორგიაში 26 მაისს

18:47 05-26-2023
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ახალი ამბები

PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

10:54 05-26-2023
თიბისი Junior Tech – ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი Junior Tech – ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერია

15:40 05-25-2023
,,მომავალი ჩვენია“ – თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ახალი ამბები

,,მომავალი ჩვენია“ – თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

12:10 05-25-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved