• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,საქართველოს გარშემო საინტერესო რაღაცები ხდება, ჩვენ თითქოს ჭურში ვზივართ…” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:08 03-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,934

ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი:

,,საქართველოს გარშემო საინტერესო რაღაცეები ხდება, ჩვენ თითქოს ჭურში ვზივართ და ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი არ გვეხება :(((

რამდენიმე დღის წინ, ტრამპის პირადი წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი, მოულოდნელად აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაცია ასეთია, რომ აზერბაიჯანი შეიძლება შეურთდეს ე. წ. “აბრაამის შეთანხმების” ქვეყნებს. ეს ინიციატივა თავის დროზე ტრამპის და მისი სიძის, ჯერალდ კუშენრის იდეა იყო. ის ითვალისწინებდა ისრაელსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმებების სერიიის გაფორმებას, რაც მოხდა კიდეც 2020-2021 წლებში.

ადვილი მისახვედრია, რომ ამ ინიციატივის სახელი უკავშირდება წინასწარმეტყველ აბრაამს, რომელიც წარმოდგენილია სამივე მსოფლიო რელიგიაში: იუდაიზმში, ქრისტიანობაში და ისლამში.

„აბრაამის შეთანხმება “, რომელიც ტრამპის სიძის, ჯერალდ კუშნერის იდეათ ითვლება, არაბულ – ებრაული ურთიერთობების მოგვარებას ითვალისწინებდა. ამ ინივიცატიავის ფარგლებში , ისრაელმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან , ბაჰრეინთან და მაროკოსთან. ვინაიდან, თავის დროზე, ეს იდეა წარმატებული აღმოჩნდა, (თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა ეს კურსი) ახლა, როგორც ჩანს, ამ პროცესში თურქული სამყაროც შემოყვანაც სურთ.

მარტის დასაწყისში ისრაელის 40 რავინმა მიმართა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს შეთანხმება თურქულ სამყაროზეც გავრცელდეს, პირველ რიგში კი აზარბაიჯანზე. ბაქოს შემდეგ ამ შეთანხმებას მომავალში შეიძლება შეურთდნენ ყაზახეთი და უზბეკეთი. თან რავინებმა ტრამპს სთხოვეს, რომ გააუქმოს 1992 კონგრესის “თავისუფლების მხარდამჭერს აქტში” შეტანილი 907-ე შესწორება, რომლითაც კონგრესმა აშშ-ს მთავრობას დაუწესა გარკვეულ შეზღუდვები აზარბაიჯანთან თანამშრომლობის კუთხით. თავისთავად, რავინების ასეთი საგარეო პოლიტიკური აქტიურობა მუსლიმური სახელმწიფოს მხარდაჭერის კუთხით, საკმაოდ უპრეცენტედნტო მოვლენაა. ძალიან საინტერესოა, როგორ უყურებს ამ ამბავს ერდოგანის თურქეთი, რომელსაც ისრაელთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და ღიად უჭერს მხარს პალესტინელებს.

მოკლედ, როგორც ჩანს, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების კუთხით რაღაც ახალი შესაძლებლობები და ინიციატივები ჩნდება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ილხამ ალიევის მრჩეველი ჰიკმეტ გაჯიევი ჩავიდა იერუსალიმში. მასთან პირადად გამართა მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნათანიახუმ, თუმცა რანგით, ის სხვა ქვეყნის პრემიერის თამაშემწეს ოფიციალურად არ უნდა ხვდებოდეს. ისრაელის წყაროების ცნობით, გაჯიევ-ნათანიახუს შეხვედრაზე , რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა, საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის საეტაპო შეთანხმებაზე. იგივეს აცხადებენ, წესით საკმოოდ კარგად ინფორმირებული, ალიევის მმართველობასთან დაახლოებული აზარბაიჯანელი ანალიტიკოსების (მაგალითად, გეიდარ ალიევის ყოფილი თანაშმეწე, ელდარ ნამაზოვი) საუბარი უნდა იყოს ე.წ. „აბრაამის შეთანხმების” ფარგლებში ისრაელს, აზერბაიჯანს და აშშ-ს შორის სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ან უფრო მაღალი რანგის, (მაგალითად, სამოკავშირეო) ურთიერთობებზე. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებებზე განიხილება ქვეყნებს შორის უსაფრთხოების საკითხებში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხი.

მოკლედ დიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის იდეა სულ უფრო შემოდის კავკასიაში. ჩვენ რას ვშებით, ამ დროს, ჩვენ? ჩვენს მთავრობას, პოლიტიკოსების უმრავლესობას ასეთი საკითხებზე საფიქრალად არ სცალიათ, პატარა ველურებივით ბუზის საკლავებით დავსდევთ ერთმანეთს და ვერთობით ერთურთისთვის ამა თუ იმ ქვეყნის აგენტების იარლიყების მიკერებით”

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved