• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველომ გამოიძია 9 შეიარაღებული თურქის საქმე?” – ბაჩალიაშვილის დედის განცხადებას სომხური გამოცემები ეხმიანებიან

ალია ავტორი - ალია
20:29 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის სკანდალურ განცხადებას სომხური გამოცემები ეხმიანებიან.

რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.

„საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც მაგიტომ გადაარიციხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან, იმიტომ, რომ იარაღის შესაძენად ძალიან დიდი თანხაა საჭირო და სუსიც ზუსტად ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

„თურქეთის სპეცსამსახურების პირველი მსხვერპლი საქართველოში: რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სომხური გამოცემა „ლრაგირი“. 

„ნიშანდობლივია, რომ თამარის დედა ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხებში მოუწოდებს დაინტერესდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი და არა სომხეთი. ნუთუ მას უთხრეს, რომ იარაღის მიწოდება სომხეთის მხარისთვის ხდებოდა და აზერბაიჯანი არაფერ შუაშია? ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეს აქცია საქართველოში თურქული სპეცსამსახურების მორიგი ოპერაციაა, რომელიც სომხეთ-საქართველოს ღერძის შექმნის წინააღმდეგაა მიმართული.

აზერბაიჯანული და თურქული სპეცსამსახურები საქართველოში საქმიანობენ და ქვეყნის ხელისუფლებას მათ მიმართ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. გავიხსენოთ, როგორ გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი… გავიხსენოთ, დავით გარეჯის მონასტრის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ივლისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა თბილისში სომხეთის საელჩოს წინ ანტისომხური საპროტესტო აქცია ჩაატარეს.

შესაძლოა თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების აგრესიულობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ საქართველომ გადაწყვიტა ბოლომდე გამოიძიოს ბათუმში დაკავებული 9 შეიარაღებული თურქი მოქალაქის საქმე? დაღუპული გოგონას მშობლები კი, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ, რომ რაიმე პოლიტიკურ თამაშებში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი“ – წერს სტატიის ავტორი პუბლიკაციაში.

კიდევ ერთი სომხური გამოცემა (ჟამი), თეონა თამაზაშვილის განცხადებას ასე ეხმაურება:

„თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გოგონა იმ მნიშვნელოვან საიდუმლოს შეეწირა, რომელიც მან გაიგო: თითქოსდა რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებით არის დაკავებული. კურიოზი იმაშია, რომ მშობლების განცხადებით, „გოგონას რამდენიმე მილიონი დოლარი მისცეს, რომ მას არაფერი ეთქვა და დუმილი შეენარჩუნებინა“. აშკარაა, რომ მშობლების ეს ვერსია ზღაპრების ჟანრიდანაა, რადგან მხოლოდ დუმილის შესანარჩუნებლად რამდენიმე მილიონ დოლარს არავინ არავის არ მისცემს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის იმის დიდი ალბათობა, რომ [ოპოზიციური] პოლიტიკური ძალები ამ საკითხით ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სპეკულირებას დაიწყებენ.

ტყუილად ხომ არ მიმართა გოგონას დედამ აზერბაიჯანს და თურქეთს აქტიურად ჩაერიონ ამ საქმის ვითომდა გახსნაში… ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული არჩევნებისთვის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ძალები ემზადებიან, არამედ ბაქოც და ანკარაც.

და თუ იმასაც არ დავივიწყებთ, რომ საქართველოში არჩევნების წინ შეიძლება ექსპრეზიდენტიც დაბრუნდეს, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორიოდე თვის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა ბელარუსის მდგომარეობას დაემსგავსება. ამ ამბავმა კი სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს სომხეთზეც იმდენად, რამდენადაც ანკარა და ბაქო საქართველოში გარკვეული „კარტის გათამაშებას“ ცდილობენ“.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved