• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველო საკითხი “ალდეს“ შეხვედრაზე და მოწოდებები ოცნებას

ალია ავტორი - ალია
15:41 07-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

ავსტრიის დედაქალაქში პოლიტიკური ჯგუფის  “ალდეს“ ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებაა დაგეგმილი.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოხატულია არა მხოლოდ შეშფოთება და კრიტიკული მოსაზრება საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკის მისამართით, არამედ, ამ დოკუმენტით “ალდე“ ევროკავშირს მოუწოდებს, დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს დემოკრატიული უკუსვლის გამო და ასევე, არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს.

ევროპარლამენტარები “პირველებთან“ საუბარში ამბობენ, რომ თუკი “ქართულ ოცნებას“ მართლა სურს დიალოგის აღდგენა და ურთიერთობა ევროკავშირთან ეს უპირობოდ ვერ მოხდება და კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკური პარტიების მიმართ, პარლამენტის გარეთ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ დევნა და მოიქცნენ ისე, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის გზაზე.

ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შეეხება. სიტუაციას ძალიან ახლოდან ვაკვირდებით, არ არსებობს გულწრფელი დიალოგი “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ისინი ორმაგ თამაშს თამაშობენ, მოსწონთ ევროკავშირის რესურსები და პრივილეგიები, ამავდროულად რუსეთთან,  პუტინთან მუდმივი ურთიერთობის შენარჩუნებით, და ეს თქვენი ოლიგარქების ინტერესების გამო ხდება. ასე რომ, რასაც ევროკავშირი ითხოვს, არის ნამდვილი ერთგულება ადამიანის უფლებების პატივისცემის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართ, რაც საშუალებას მისცემს ინსტიტუტებს იფუნქციონირონ დამოუკიდებლად. როგორც თქვენმა ანტიკორუფციულმა ინსტიტუტმა, ისე მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც ციხეში სვამს ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ელენე ხოშტარია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას,  რაც ხდება საქართველოში. ევროპის საბჭოს ასამბლეაზეც კი, ჩვენ მივიღეთ ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ, 2 კვირის წინ. სიტუაცია ძალიან ნათელია. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას“, პრემიერ მინისტრს, თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკური პარტიების მიმართ, პარლამენტის გარეთ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ დევნა და მოიქცნენ ისე, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის გზაზე. თუ მათ ნამდვილად სურთ ამის გაკეთება. გავიგეთ, რომ ისინი ირანში დადიან, ეს არჩევანია, ან იყვნენ ევროპის – ევროკავშირის მხარეს, თუ ეთამაშონ მსოფლიოს სხვა დიქტატორებს. “ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, მიიღოს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სახელით, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ალდეს” ჯგუფის თავმჯდომარემ, იულიან ბულაიმ.

მათივე თქმით, თუ “ქართული ოცნება“ მოუსმენს, “რას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები, ორგანიზაციები იმ სამარცხვინო მოვლენებზე, რაც ახლა ხდება და ისინი დაიწყებენ ამასთან დაკავშირებით რამის გაკეთებას, მაშინ პრობლემა შემცირდება.“

კიდევ უფრო მეტად ვშფოთავთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი ძალიან სწრაფად უარესდება ყველასთვის, ვინც ბედავს არა მხოლოდ ხმის ამოღებას, არამედ ქუჩაში გამოსვლას “ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც შეუძლია ზეწოლა მოახდინოს როგორც საქართველოზე, ასევე რუსეთზე, პუტინზეც ეს გააკეთოს.
თუ “ქართული ოცნება“ მოუსმენს, რას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები, რას ამბობენ ორგანიზაციები იმ სამარცხვინო მოვლენებზე, რაც ახლა ხდება და ისინი დაიწყებენ ამასთან დაკავშირებით რამის გაკეთებას, მაშინ პრობლემა შემცირდება. მაგრამ სანამ “ქართული ოცნება“ გააგრძელებს საკუთარი მოქალაქეების დევნას, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან, კავშირები ვერ აღდგება, – ამბობს ევროპელი დეპუტატი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved