NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა:
საქართველო NATO-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორია, რომელიც ევროკავშირთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეგვიძლია, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ და კიდევ უფრო ახლოს ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.
კომენტარები