პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
„კიდევ ერთი პოზიტიური ინფორმაცია მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. გეტყვით, რომ ვემზადებით შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდის სივრცეს, ასეთი სახელწოდებისაა ეს ორგანიზაცია, SEPA – Single Euro Payment Area. ეს არის ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი.
ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია.”
კომენტარები