• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპროცესო შეთანხმების მოლოდინი ძალიან დიდია” – ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
14:39 07-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
515

ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯარის საქმეზე მსჯავრდებულ ჯუანშერ ბურჭულაძეს მოლოდინი აქვს, რომ სააპელაციოს ეტაპზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე მისმა ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ განუცხადა

სააპელაციო სასამართლოში დღეს ბურჭულაძის ბრალდების საქმეზე პირველი სხდომა იმართება.

ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ დაცვის მხარე პროკურატურასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

საპროცესო შეთანხმების მოლოდინი ძალიან დიდია და ვფიქრობ, მოხდება შეთანხმება. ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის სურვილი გვაქვს, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. დიახ, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ გვიან მივმართეთ, მაგრამ დრო გვაქვს სააპელაციო სასამართლოში, რომ მოხდეს შეთანხმება პირობებზე, რომელსაც გავაცნობთ ბატონ ჯუანშერს და ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს საპროცესო შეთანხმება. ბატონი ჯუანშერის პოზიცია ჯერჯერობით არ მინდა გავაჟღერო”, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა – ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved