საფრანგეთის კულტურის მინისტრს ფრანკ რისტერს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მან რამდენიმე დღე გაატარა საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის ქვედა პალატაში, სადაც გასულ კვირას, რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა.
მინისტრის თქმით, მან მკურნალობა დაიწყო და თავს კარგად გრძნობს.
ამ დროისთვის საფრანგეთში დაინფიცირებულთა 1,209 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 19 დაიღუპა და 12 გამოჯანმრთელდა.
კომენტარები