• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საფლავი წმინდა ადგილია, სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შინაარსს ვერ ვაცნობიერებ, ზოგს შვილი ჰყავს გარდაცვლილი წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს ატარებს… – დეკანოზი შალვა კეკელია

ალია ავტორი - ალია
16:07 05-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

მთავრობის გადაწყვეტილებით 2-4 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა, რამაც ბევრი ადამიანის უკმაყოფილება და გაბრაზება გამოიწვია.

რა კავშირი აქვს საფლავზე გასვლას ქრისტიანობასთან და რა ფორმით უნდა სრულდებოდეს აღნიშნული ტრადიცია, ამ თემაზე მამა შალვა კეკელია “პრაიმტაიმთან” საუბრობს:

„საფლავი არის წმინდა ადგილი ადამიანისთვის, მეორედ მოსვლის დროს სხეულების აღდგომის ადგილია. ჩვენ უდიდესი პატივისცემა გვაქვს საფლავების მიმართ. ტრადიციად დამკვიდრდა საქართველოში და სასაფლაოებზე აღდგომასაც გადიან, ორშაბათსაც გადიან. რაც შეეხება ფორმას, ბავშვობიდან სასაფლაოს გვერდზე გავიზარდე, ჩემი სახლის გვერდზე სასაფლაო იყო და რაც არ მომწონდა იყო ის, რომ სასაფლაოებზე იმართებოდა ღრეობები, თვრებოდნენ, ეს ფორმა აბსოლუტურად გაუმართლებელია. ქეიფი და ღრეობა რომ იმართება ძალიან მიუღებელი ფორმაა. ხოლო კვერცხი გადააგორო, აღდგომა მიულოცო, შენი პატივისცემა გამოხატო და სანთელი დაუნთო, ეს მისაღები ფორმაა და ძალიან მნიშვნელოვანია.

სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შინაარსს საერთოდ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვხვდები, ჯერ ერთი სასაფლაო არ არის დახურული სივრცე. ღია სივრცეა, რატომ უნდა აკრძალო ვერ ვხვდები. ზოგს შვილი ჰყავს გარდაცვლილი წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს ატარებს, უნდა, რომ საკუთარ შვილს მიულოცოს, მივიდეს.

სული ადამიანისთვის უმთავრესია და ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება სულიერი კონტაქტი. როდესაც პანაშვიდზე ან წესის ასაგებად მივდივარ სულ ამას ვეუბნები ადამიანებს, რომ გარდაცვალება არ არის საშიში. საგალობელი გვეუბნება, რომ „ ქრისტე აღდგა მკდრეთით სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი” ყველა ადამიანი ცოცხალია ღვთის წინაშე. მარადიული სიცოცხლე აქვთ ადამიანებს სულებს და ურთიერთობა სასაფლაოების გარეთაც შეუძლიათ. ძალიან ბევრია, ვინც საზღვარგარეთაა და ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ან დაკარგულ ტერიტორიებზეა საფლავი და ვერ ახერხებენ მისვლას, მაგრამ შინაგანად გამოხატავენ მიცვალებულისადმი პატივისცემას.

ადრე ზოგი ტაძარი სასაფლაოზე იყო აღდგომა დღეს სასაფლაოებზეც გადიოდნენ. მეც სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე, აღდგომა დღეს მიწევს ხოლმე ჩასვლა სამეგრელოში, სამშაბათს ვერ ვახერხებ ხოლმე და აღდგომას მივდიოდი ხოლმე საფლავზე. ვისაც რაიონში წასვლა უწევს ვერ ახერხებს ხოლმე სამშაბათს გასვლას. ზოგს სამსახურებიდანაც არ უშვებენ, მაგრამ წესით ეს სამშაბათია საფლავებზე გასვლის დღე”

თეგები: დეკანოზი შალვა კეკელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved