• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საპატრიარქოს ნაწილს ის უფრო ადარდებს „კაცები არ გაუთხოვდეთ“, ვიდრე იმაზე ფიქრი და ზრუნვა,  ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ” – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
02:12 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
414
ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:
„ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეის საწინააღმდეგო – ეთნიკური ნაციონალიზმის შეუმდგარ და შერჩევით ვერსიას დააფუძნა მთელი მისი იდეოლოგია, პროპაგანდა და პოლიტიკაც. თუმცა რაც მეტს საუბრობს ხელისუფლება „ეროვნულ ღირებულებებზე“, მით უფრო აშკარა ხდება, რომ ეს ნაციონალიზმი შინაარსობრივად რბილად რომ ვთქვათ ღარიბი, ზნეობრივად და პოლიტიკურად სრულიად ფარისევლურია.

თემურ ქათამაძის საქმე ამას ნათლად აჩვენებს. ის ეთნიკური ქართველია — მისი წინაპრები ისტორიული ბედუკუღმართობის გამო მოწყდნენ საქართველოს და სამშობლოსთან კავშირის აღდგენა მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. ამისთვის მან ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ ოცნების ბიუროკრატიისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მრავალი მცდელობის მიუხედავად მოქალაქეობა არ მისცეს, როცა საზოგადოებრივად აქტიური გახდა – უკანონოდ დააკავეს და დღეს პირდაპირ გააძევეს საქართველოდან და გადასცეს იმ ქვეყანას, სადაც პატიმრობა ელის.

პარალელურად სახელმწიფო აბსოლუტურ გულგრილობას იჩენს ფერეიდნელი ქართველების მიმართ — იმ ადამიანების, ვინც ირანში დღემდე თავის წილ საქართველოს, ენას და ქართულ ტრადიციებს ინარჩუნებენ. ოცნების ხელში, მათთვის არამარტო მოქალაქეობა, დროებითი ცხოვრების უფლებაც კი საოცნებო გახდა.

ამ ხელისუფლებისთვის ეროვნულობა ფასობს მხოლოდ მაშინ, როცა ის ძალაუფლების შენარჩუნების იდეოლოგიურ იარაღად გამოიყენება. და როცა ეთნიკური ქართველი რეალურად მოითხოვს ქართულ სახელმწიფოში ღირსეულ თანაარსებობას — იგი გარიყული, უარყოფილი ან გაჩუმებულია.

„ოცნებას“ არ სჯერა საერთო ქართული არც ცნების, არც ოცნების. მისთვის ქართველობა მორჩილებაა, მისი მორჩილება. და როცა ქართველი არ ემორჩილება, მისთვის მოქალაქეობაც ზედმეტია, თავისუფლებაც და ზოგჯერ ქართული ციხეც.

ცარიელ პროპაგანდადაა ქცეული მორალი, როცა ერთი მხრივ სახელმწიფო საპატრიარქოსთან ერთად საუბრობს „ქართული იდენტობის დაცვაზე“, ხოლო მეორე მხრივ უარყოფს ამ იდენტობას იქ, სადაც ის ცოცხლად, ყოველდღიურ პრაქტიკაში, სისხლში, მემკვიდრეობაში, ტრადიციასა და ენაში განაგრძობს არსებობას და ბრძოლას.

ეს შერჩევითი ნაციონალიზმი საბოლოო ჯამში თავად ქართველი ერის წინააღმდეგ მუშაობს: ბოლო 10 წელიწადში, საქართველოში ემიგრაციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია – ყოველდღიურად, საშუალოდ 100-ზე მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. დემოგრაფიული კლება, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების წილში მყარი ტენდენციაა. ამ ფონზე, ის ადამიანები, ვინც საქართველოს გარედან უბრუნდებიან, შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიული გადარჩენის სიმბოლოები არიან — და სწორედ ამ ხალხს უკეტავენ კარს, ან აძევებენ ქვეყნიდან.

ამასობაში, მმართველი პარტიისა და მის იდეოლოგიურ გაგრძელებად ქცეულ საპატრიარქოს ნაწილს ის უფრო ადარდებთ „კაცები არ გაუთხოვდეთ“, ვიდრე იმაზე ფიქრი და ზრუნვა, ბოლოსდაბოლოს მოვალეობა, რომ ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ, ძალადობით მოწყვეტილი ჩვენი თანამოძმეები თურქეთელი და ფერეიდნელი ქართველები ქართველი ერის და სახელმწიფოს სრულფასოვან ნაწილად ვაღიაროთ.

,,ბათუმელი მედროშეს,“ ისტორიული სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ,,ჩვენებურის“ ქვეყნიდან გაძევებით, ,,ქართველობის გადამრჩენელად“ მოსულმა ფარისეველმა ძალამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ოცნებას ქართველისთვის – საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი, ქართული ცის ქვეშ თავისუფლება კი არა — ქართული ციხეც კი არ ემეტება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved