• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მგონია, ვინმეს ეყოს სითავხედე და მეუფე დიმიტრი მომავალ პატრიარქად დაასახელოს” – ლადო ნარსია

ალია ავტორი - ალია
17:49 03-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

როდის ხდება პატრიარქის ანდერძის არსებობის შესახებ საჯარო ინფორმაცია და აირჩევა თუ არა კანონდარღვევით მომავალი პატრიარქი?  – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თეოლოგი ლადო ნარსია “2020NEWS“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

– ბატონო ლადო, 2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ე.წ. „ციანიდის საქმემდე“, რომელიც ძალიან ხმაურიანი და ბუნდოვანი საკითხია, საქართველოს პატრიარქს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომელშიც ილია II -ის მიერ, სავარაუდოდ, მეუფე დიმიტრია დასახელებული. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ან რამდენად რეალუირი შეიძლება იყოს აღნიშნული ინფორმაცია?

– დაწერილია თუ არა ანდერძი, ვერ გატყვით, თუმცა გამორიცხული არაფერია. ანდერძში მეუფე დიმიტრის დასახელება გამიკვირდება, რადგან დიმიტრის მიმართ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მნიშნელოვანი კითხვები, რომლებზეც პასუხები დღემდე არ არსებობს. თუ იმას მეკითხებით, რომ ეს ანდერძი ე.წ. “ციანიდის საქმემდეა“ დაწერილი და შეიძლება თუ არა პატრიარქის პოზიცია იგივე იყოს, ამის თქმაც ძალიან ძნელია. არ მგონია, ვინმეს ეყოს სითავხედე და მეუფე დიმიტრი მომავალ პატრიარქად დაასახელოს. თუმცა ჩვენს ქვეყანაში გამორიცხული არაფერია.

– როდის ხდება ცნობილი ანდერძის არსებობის შესახებ ინფორმაცია?

– ანდერძის არსებობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც პატრიარქი გარდაიცვლება. ამ დროს პროცესუალური ნაწილის მართვას უხუცესი ეპისკოპოსი ან ე.წ. პატრიარქის მოსაყდრე გადაიბარებს. ანდერძის გასაჯაროების უფლება მხოლოდ მოსაყდრეს გააჩნია. ამ დროს სახელდება სამი პატრიარქობის კანდიდატი, აქედან ორს გააჩნია ერთი ხმის უფლება, ხოლო ერთს, რომელიც პატრიარქის მიერ ანდერძშია მოხსენიებული, ორი ხმის.

– არსებობს კანონი, როდის უნდა დაიწეროს ანდერძი და რა სტანდარტების დაცვით?

– წესი იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად როდის უნდა დაიწეროს ანდერძი, არ არსებობს. ანდერძთან დაკავშირებით დებულებაც არაფერს ამბობს. ზოგადად, ანდერძის არსებობა კანონსაწინააღმდეგოა, რადგან მოციქულთა კანონი ამბობს, რომ საპატრიარქოს ტახტი ვინმეს მემკვიდროებით არ უნდა გადაეცეს. ქრისტეს ტახტი და სტატუსი ადამიანს ღირსების გათვალისწინებით გადაეცემა და არა მემკვიდრეობით. 

– თუმცა ანდერძში მოხსენიება ხომ არ ნიშნავს, რომ პატრიარქის მიერ დასახელებულ  სასულიერო პირს საპატრიარქოს ტახტი აპრიორი გადაეცემა?

– პრაქტიკულად, ანდერძი ნიშნავს, რომ პატრიარქის ავტორიტეტი მისი გარდაცვალების შემდეგაც, მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესში ინერციით იმუშავებს და მის მიერ დასახელებულ კანდიდატს გარკვეულ მუხტს მისცემს. ზოგადად, ანდერძის დატოვება ახასიათებთ რუსულ ორბიტაზე მყოფ ეკლესიებს, რომლებსაც გარკვეული კავშირი აქვთ რუსულ ეკლესიასთან.  ჩვენთან ანდერძის წერის წესის შემოღება 1913 წლიდან დაიწყო. მანამდე ანდერძს არანაირი დატვირთვა ჰქონდა. კიდევ ერთხელ ავღნიშანავ, რომ ეს ანომალია საეკლესო კანონებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved