პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
“აი, ასე გაყავს საპარლამენტო ოპოზიციას ძვირფასი ისტორიული დრო საშუალო მასშტაბის ტაკიმასხარაობაში. ამხელა ამბავი მოხდა, შეერთებულმა შტატებმა სანქცია გამოუცხადა ივანიშვილის მთავარ დასაყრდენს. ოპოზიცია ნაცვლად იმისა ახლა მაინც გამოსულიყო კოლექტიური განცხადებით, რომ ტოვებენ პარლამენტს და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რაც უდავოდ ასევე დააჩქარებდა თვითონ ივანიშვილის საბოლოო სანქცირებას, ამის ნაცვლად ისინი აგრძელებენ წუწაობასა და ხალხის მოტყუებას.”
კომენტარები