• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანქციებს მოყვება შიმშილი… ვერც წამალს ვიყიდი… სანქციები გაგრძელდება” – კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:05 04-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40,404

პოლიტიკოსი, კახა კახიშვილი, უცნობის კიდობანში, სანქციებზე, დასანქცირებულ ჩინოვნიკებზე საუბრობს, ამბობს, რომ “უაზროდ, რაღაც ერთი ფურცლით” დაასანქცირეს და ითხოვს, ბანკებმა არ გაითვალისწინონ სანქციები. ბანკებზე და სანქციებზე მსჯელობამ კახიშვილსა და უცნობს შორის ისე ჩაიარა, რომ არც ლონდონის ბირჟა უხსენებიათ, არც საერთაშორისო კანონები და წესები და არც ის უთქვამთ, ჩამოინგრევა, თუ არა, და რამდენ ხანში, ქართული საბანკო სისტემა, თუ ასე მოიქცევა.

კახიშვილი ამბობს, რომ როცა ადამიანს ანგარიში უყადაღდება, ის განწირულია შიმშილისთვის, უწამლობისა და უექიმობისთვის, ოპერაციასაც ვერ გაიკეთებს. წესით, ქართული ოცნება კი ეუბნება ხალხს, რომ პირველადი ჯანდაცვაც და ოპერაციებიც უფასოა, მაგრამ კახიშვილმა ნამდვილად უკეთ იცის, რა როგორ ხდება რეალურად. ცხადია, არც რესპოდენტი და არც წამყვანი არ საუბრობენ იმ ათასობით მოქალაქეზე, ვისაც საქართველოს სასამართლო უყადაღებს ანგარიშებს, თუ სესხის, თუ ჯარიმის გადაუხდელობის გამო.

კახა კახიშვილი:

დაასანქცირეს პირი და დაუყადაღა, პირობითად, საქართველოს ბანკმა ანგარიში, აქვს კრედიტი, რომ დაიყადაღა, კრედიტს ხომ ვერ გადაიხდის? დღეს რომ ხელისუფლებაში ხარ და ის ვერ გაარკვიე, შენს კრედიტს რა ბედი ეწევა, ხელისუფლებიდან რომ წახვალ შეიძლება ექვსი ნოლი მოამატონ და ისე გადაგახდევინონ.

ჩვეულებრივმა ჩინოვნიკმა რა ქნას? არ ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე, პოლიტიკური თანამდებობები ვისაც უკავია, თავის გზებს გამონახავენ, მაგრამ მინისტრებმა, მინისტრის მოადგილეებმა, მოსამართლეებმა რა ქნან? ბრიტანეთის პარლამენტმა რაღაცა მიიღო და ავტომატურად საქართველოს ბანკმა, 5 წუთში ეს ასახა, ეს არაკანონიერია, რისთვის ვართ, აბა, ხელისუფლება?

ბრიტანულმა ბანკმა ხვალ ყველა რომ დაგვასანქციროს მერე რა ვქნათ? არღვევ ევროპის კონვენციას, მიზღუდავ სიცოცხლის უფლებას, როდესაც წვდომას არ მაძლევ თანხაზე, ვერც წამალს ვიყიდი, ვერც დაზღვევას გადავიხდი, ვერც ოპერაციის ფულს გადავიხდი, თუ ავადა ვარ, უნდა მოვკვდე? ეს არ არის კონვენციის დარღვევა?

ო, სანქცია არაფერი არაა, როგორ არაა, არის! ფულის გაყინვას მოყვება შიმშილი, ჯანმრთელობის უფლების გარეშე დატოვება… ეს ასე გაგრძელდება და ამ მიზნის მიღწევა სურთ, ასანქცირებენ მათ, ვისაც რაღაც ბერკეტები აქვთ წესრიგის დამყარების, ეკონომიკის შექმნის… უნდათ შიგნიდან გასკდეს სიტუაცია. ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და ამას გაუძლებს და ვიღაცას ბოლოს ოჯახი ეტყვის, ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ “ქართულ ოცნებას”, მოდი, წამოდი აქედან. შიგნიდან უნდათ გახეთქონ და რატომ აძლევენ ამის საშუალებაა?

ბოლო-ბოლო, ავდგეთ და დავასანქციროთ ბრიტანეთის პარლამენტის წევრები,. იმათ დაასანქცირეს ჩვენები, ჩვენები ხელფასს ვერ იღებენ, ჩვენ რომ დავასანქციროთ, ვინმე ეტყვით ბანკში, ხელფასს არ მოგცემთ, საქართველომ ესე თქვაო?

http://

ასევე, უცნობმა და კახიშვილმა ისაუბრეს უნგრეთზე, სადაც ნაღდი ფულით გადახდა ფუნდამენტურ უფლებად დაწესდა, კახიშვილმა თქვა, რომ უნგრეთმა ეს ცვლილება, სავარაუდოდ, სანქციებისგან თავის დასაცავად მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა ჰქონდეთ ჩინოვნიკებს უფლება, დაყადაღებული ანგარიშებიდან ნაღდი ფული გამოიტანონ ან შეიტანონ.

ამ საუბარმა, გაგვახსენა, ცოტა ხნის წინ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლის განცხადება, რომ არაა “აუცილებელი ბარათები გქონდეს” და რომ ნაღდი ფულის ტარება სჯობს, მართალია, მალევე ეს განცხადება უარჰყვეს, კომენტარები აკეთეს, თუმცა, როგირც ჩანს, მართლაც ფიქრობს ქართული ოცნება ამაზე:

 

“არაა აუცილებელი ბარათი გვქონდეს” – “ოცნება” VISA-ს და Mastercard-ის “გავლენის შემცირებას” გეგმავს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved