• რეკლამა
  • კონტაქტი
19:22, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, რუს ტურისტებს ვერ მოვემსახურებით”

ალია ავტორი - ალია
16:13 01-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

“სანამ ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, მანამდე ჩვენ რუს ტურისტებს ვერ მოვემსახურებით, ეს არის ჩვენი პრინციპი” – ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, Traffic Travel-ის ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, უმჯობესია, სტაბილურ ბაზრებზე ვაკეთოთ აქცენტირება, ვიდრე ერთ ქვეყანას მივეჯაჭვოთ და შესაბამისად, რისკებიც გავზარდოთ.

“როცა მუშაობ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, ეს არ ნიშნავს სტაბილურობას. ყაზახეთის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, საიდანაც უამრავი ჯავშანი გაუქმდა და ყოველთვის კარგია, როდესაც ბიზნესი არის დივერსიფიცირებული. არ შეიძლება ერთ ქვეყანაზე იყო მხოლოდ ორიენტირებული და ეს საკმაოდ მძიმედ გამოვცადეთ 2006 წელს, როდესაც ემბარგო დაგვიწესეს რუსებმა მთლიანად ქართულ პროდუქტებზე, ასევე გავრილოვის ღამის შემდეგაც იყო ფრენებზე შეზღუდვა და ამანაც აზარალა ტურისტული სექტორი,” – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ჯავშნებს, ჯაფარიძის თქმით, ტურისტების ქცევა შეცვლილია და დაჯავშნა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე უცხოელი სტუმრების მხრიდანაც ხდება სულ ბოლო მომენტში.

“ამ დროისთვის, მინიმალური ჯავშნები არის, მაგრამ რეალურად, ზამთრის სეზონზე უფრო მეტი ჯავშანი მაგალითად ღვინის ტურებზე შემოდის, ვიდრე მთის კურორტებზე, ხოლო თუ თოვლი მოვიდა, თებერვლიდან სავარაუდოდ ნაკადიც გააქტიურდება” – განაცხადა Traffic Travel-ის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved