• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

ალია ავტორი - ალია
15:28 09-27-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელიასამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.   

გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი ეკრანის გარანტია და უახლესი, უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds2;  Galaxy Z Fold3-ის შეძენისას კი, ამ საჩუქრებთან ერთად, დამატებით მიიღებთ S-Pen Cover-ს კალმიანად – იმისათვის რომ შეძლოთ, სრულყოფილად გამოიყენოთ თქვენი მრავალფუნქციონალური სმარტფონი; 

გარდა ამისა, ოფიციალური ჰოლოგრამით Galaxy Z სერიების შეძენისას, თქვენ საშუალება გექნებათ ჩაერთოთ Trade-In აქციაში – ანუ, მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი, შეაფასებინოთ და მიიღოთ დამატებითი ფასდაკლება ახალ, კეცვად სმარტფონებზე (300₾-დან 4,499 ₾-მდე);

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს – Samsung Electronics Co., Ltd.-მ ახალი ნაბიჯი გადადგა დასაკეცი ინოვაციების სფეროში და ორი ახალი სმარტფონი: Galaxy Z Fold3 5G და Galaxy Z Flip3 5G წარადგინა. ორივე მოწყობილობა არის უმაღლესი ოსტატობით და ფლაგმანური ინოვაციებით შექმნილი კეცვადი სმარტფონი, რომელსაც ასე ელოდა “სამსუნგის” ერთგული მომხმარებელი. Galaxy Z სერიის მესამე თაობის მოწყობილობებში გაუმჯობესებულია ყველა ის მახასიათებელი, რომელსაც ითხოვდნენ სამსუნგის დასაკეცი სმარტფონების მომხმარებლები – ისინი გახდნენ უფრო გამძლე და გაუმჯობესებული კეცვადი გამოცდილებით, შესანიშნავი დიზაინიდან – ყოვლისმომცველ გართობამდე, Z Flip3 და Z Fold3 მომხმარებლებს მუშაობის, ყურებისა და თამაშის ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Galaxy Z Fold3 განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება უახლესი მოწყობილობა პროდუქტიულობისა და ყოვლისმომცველი გართობისთვის, იგი ჭეშმარიტად მრავალფუნქციური ფლაგმანია უახლესი თაობის ტექნიკური მაჩვენებლებით, 7,6’’-იანი უსაზღვრო დასაკეცი ეკრანით Infinity Flex Display და დასაკეც მოწყობილობაზე მსოფლიოში პირველი S Pen მხარდაჭერით. Z Fold3 აქვს უფრო გლუვი, თხელი და მსუბუქი დიზაინი, ვიდრე მის წინამორბედ Galaxy Z Fold2-ს და არის უფრო კომპაქტური. ის ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: შავი, მწვანე და ვერცხლისფერი.

Galaxy Z Flip3 კი სტილის, ფუნქციონალის და შეუზღუდავი გართობის იდეალური ბალანსია. იგი ფერების შესანიშნავი არჩევანის, გლუვი დიზაინის და პრემიუმ კლასის ფუნქციების საშუალებით თვითგამოხატვის საშუალებას გაძლევთ. წინამორბედისგან 40ჯერ უფრო გაზრდილი  გარე ეკრანის ვიჯეტების მეშვეობით შეგიძლიათ: მიჰყვეთ საკუთარ განრიგს, შეამოწმოთ ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა, ასევე შეუხამოთ გარე ეკრანის ფონი მოწყობილობის ფერს, გადაიღოთ ფოტოები და თვალი ადევნოთ ამინდის პროგნოზს. შესაძლებელია შეიძინოთ ოთხი ტრენდული ფერი  – კრემისფერი, მწვანე, იისფერი და შავი;

Galaxy Z მოწყობილობების ეს თაობა დამზადებულია განსაკუთრებული ოსტატობით. Z Fold3 და Z Flip3 წარმოადგენენ პირველ დასაკეც სმარტფონებს, რომლებსაც გააჩნიათ IPX8 წყალგამძლეობის სტანდარტი. ასე რომ, თქვენ მშვიდად იქნებით წვიმაშიც კი. ორივე მოწყობილობის დამზადებისას გამოყენებულია უახლესი Armor Aluminum მასალა, რომელიც ყველაზე მტკიცე ალუმინია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამოუყენებიათ სმარტფონებისთვის. ხოლო, ყველაზე მდგრადი Corning® Gorilla® Glass Victus™ იცავს სმარტფონს დავარდნის შემთხვევაში დაკაწვრისა და დაზიანებისგან. Z Fold3-სა და Z Flip3-ს ჩაუტარდათ Bureau Veritas-ის მიერ ვერიფიცირებული გამძლეობის ტესტი, რომლის დროსაც მოწყობილობამ 200,000-ჯერ გადაშლას (დაკეცვას) გაუძლო. სმარტფნები აღჭურვილია უახლესი, მძლავრი 5nm Snapdragon 888 პროცესორითა და 5G მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოცდილებას.

შეგახსენებთ, რომ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან ჰოლოგრამა გიცავთ..  და გასაჩუქრებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved