• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამივე ჩაჯდება ციხეში – არ გაბედოს სხვა რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
18:09 02-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც ვახო სანაიამ ფორმულას ეთერში განაცხადა, ის სამივე ბრალდებულის პატიმრობას ითხოვს. 

“გიგაური, რომელიც პირველად წამოვიდა დასარტყმელად, როცა მე გავიწიე წაიქცა. შემდეგ ის ორი მოვიდა, ამასობაში ესეც წამოდგა, და სამივე მონაწილეობდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში – ხელებით, ფეხებით. ამიტომ ამ ნაწილში სამივეა დამნაშავე. რაც შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობას, გიგაური ცალსახად დამნაშავეა, მეორეც, საყევარიშვილი ასევე ცალსახად დამნაშავეა. პირდაპირ ამბობდნენ, როგორც ჟურნალისტს ისე მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ასახელებდნენ ტელევიზიებს, სადაც ვმუშაობდი.

რაც შეეხება ერთ-ერთს, სახელაშვილს, ის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდა, თუმცა მის ნაწილში არ მომისმენია ტელევიზიის ხსენება ან რაიმე ამდაგვარი ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ისიც უნდა დაისაჯოს, რადგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა. სამივე ჩაჯდება ციხეში, ეს არის ჩემი მოთხოვნა, და არ გაბედოს სხვა რაიმე გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებამ”

თავდასმხაში მონაწილე პირების იდენტიფიკაციის პროცესში, ფორმულამ  დაადგინა, რომ ვაჟა გიგაური, რომელიც სანაიას თქმით, მის წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის მთავარი ინიციატორი იყო, კორცხელის დარბევაში მონაწილე გიორგი გიგაურის ნათესავია. 

ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან. გეგეშიძე, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტსმენია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.

გეგა გეგეშიძის სახელს უკავშირდება 2016 წელს სოფელ კორცხელში, ოპოზიციის წინააღმდეგ სპორტსმენების მობილიზაციაც.

წყარო – ფორმულა

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved