მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით სანიტარული ზომების ინსტრუქცია დაამტკიცა.
კერძოდ, ინსტრუქციების თანახმად, ზიარების შემდეგ „სიტკბოების“ მიღება მხოლოდ ინდივიდუალურად, ერთჯერადი ჭურჭლით უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სანიტარული და ჰიგინეური ნორმების დაცვას, მათ შორის ჭურჭლების სისუფთავეში შენახვას, სივრცეების განიავებას, ხელების დეზინფექციასა და მღვდელმსახურებისთვის სიცხის გაზომვას.
ასევე მღვდელმსახურებს რეკომენდაცია ეძლევათ, ხელი არ გაუწოდონ მრევლს ამბორისთვის, ხოლო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჯვარი მრევლის წევრებს თავზე დაადონ, რათა ჯვარზე მთხვევა არ მოხდეს.
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ ამ ზომებს დროებითი ხასიათი აქვს და მათეს სახარებას ციტირებენ, სადაც წერია: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 93 ფაქტია დადასტურებული.
კომენტარები