საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა:
“გახარია და მისნაირები ცდილობენ ზვიადის სახელით რაღაც ხმები მოიპოვონ სამეგრელოში, ხალხს ატყუებენ, შეცდომაში შეჰყავთ.
გიორგი გახარია, თავისი გარემოცვიდან გამომდინარე, ზვიად გამსახურდიას მომხრის მანტიას ვერ მოისხამს.
სამეგრელოს ამაოხრებელი თემურ გერგაია შტაბის უფროსად ჰყავთ, ვიღაც ვიგინდარებითა და ნაძირალებით შტაბი აქვთ გამოტენილი, ამიტომ ზვიადის მომხრის მანტიას ვერანაირად მოისხამს გახარია თავისი გარემოცვიდან გამომდინარე. მიხედოს თავის გუნდს და თავისი იდეები განავითაროს. არანაირი შემხებლობა გახარიას, ზვიად გამსახურდიას სახელთან არ აქვს. არ მინდა კიდევ რაღაცების დეტალიზება, რაც მან თავისი პრემიერობის პერიოდში ზვიადთან დაკავშირებული საკითხები გააჩერა. იმედია ჩვენი საზოგადოება გამოვა იქედან და დაანებებს თავს იმის ძახილს, რომ „გახარია პროექტია, ის არის, ეს არის“ – არანაირი პროექტი ეგ არ არის. არსებობს ერთი რუსული პროექტი და მაგას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინც მხარს უჭერს, იმ პროექტის ნაწილია“.
კომენტარები