სამების საკათედრო ტაძარს გაზმომარაგება შეუწყვიტეს. ამის შესახებ ტაძრის არქიმანდრიტმა, მამა იოანე მჭედლიშვილმა TV პირველთან ისაუბრა. მისი თქმით, “გაზის თანხა არ ჰქონდათ” – საუბარია, დაახლოებით, 250 ათასლარიან დავალიანებაზე.
“რამდენიმე დღეა აღარ გვაქვს გაზი. დავალიანების გამო ჩაჭრეს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გროვდებოდა ეს თანხა… მონასტერს არასდროს ჰქონდა იმის საშუალება რომ ეს გაზის თანხა გადაეხადა. რამდენჯერმე იყო გაფრთხილება და რა ქნან იმათაც…”
კომენტარები