• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახიფათოა დაავადება, რომელიც ინდოეთში კოვიდგადატანილ პაციენტებში გავრცელდა

ალია ავტორი - ალია
19:48 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება.

მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლის ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა და რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა.

„თვალის ამოღება მომიწია, რათა მისი სიცოცხლე მეხსნა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ასეთია“,- ამბობს ნაირი.

მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი  სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეხ­ვდე­ბათ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან. როგორც ჩანს, ის კორონავირუსის შემდეგაც, დასუსტებული ორგანიზმისთვის, საშიშია.

სიმტომები: ცხვირიდან სისხლდება, თვალების შეშუპება და ტკივილი, დაწეული ქუთუთოები, მხედველობის გაუარესება და შემდეგ დაკარგვა.

ექიმების აზრით, მუკორმიკოზის შემთხვევები, შესაძლოა, სტეროიდული მედიკამენტების მოხმარებით იყოს გამოწვეული, რომელსაც კორონავირუსის შემთხვევაში, მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ. სტეროიდული მედიკამენტები კოვიდის დროს ფილტვებში ანთებით პროცესსა და ზიანს ამცირებენ, მაგრამ ისინი ასუსტებენ იმუნიტეტს და სისხლში შაქრის დონეს ზრდიან.

დე­კემ­ბრი­დან თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში, ინ­დო­ე­თის 5 ქა­ლაქ­ში, მუ­კორ­მი­კო­ზის 58 შემ­თხვე­ვა გამოვლინდა. მათ უმრავლესობას ინფექცია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან 12-15 დღის შუალედში განუვითარდა.

ექიმების თქმით, გასულ წელს 800 დიაბეტის მქონე კოვიდ პაციენტს უმკურნალეს, თუმცა სოკოვანი ინფექცია არცერთ მათგანს არ განვითარებია.

მუმბაიში მცხოვრები დიაბეტოლოგის, რაჰულ ბაქსის განცხადებით, მუკორმიკოზის თავიდან არიდების ერთ-ერთი გზა კოვიდ პაციენტების მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ სტეროიდული მედიკამენტების დოზისა და ხანგძლივობის და ასევე სისხლში შაქრის რაოდენობის კონტროლია.

წყარო – BBC

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved