• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახეზე გვაქვს კონვენციური დარღვევა” – მამუკა ნოზაძე ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

ალია ავტორი - ალია
22:32 01-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,223

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.

“ალიასთან” აღნიშნულ ფაქტზე საუბრობს, ადვოკატი, მამუკა ნოზაძე:

საქართველოში მართლმსაჯულება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, ქართულ ენაზე, მაგრამ პირი, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, უზრუნველჰყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმანის მეშვეობით. როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონდებლობა, კერძოდ ევროპული კონვენციის მე–5 მუხლი ადგენს ნათლად და მკაფიოდ, რომ პირს, რომლის დაკავებაც ხდება, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განემარტოს ბრალის არსი, რაში ედება ბრალი და რის გამო ხდება მისი დაკავება. ამ კონვენციის მეხუთე მუხლში მოცემულობა გვაქვს არამარტო ის, რომ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, რომელ ენასაც ფლობს, იმ ენაზე უნდა ეცნობოს დაკავების შინაარსი და ბრალი, არამედ ამაში იგულისხმება ის, რომ შესაძლებელია პირმა ენა იცოდეს, მაგრამ ვერ აღიქვამდეს იურიდიულ ტერმინოლოგიას და შესაბამისად, აღნიშნულის დეტალიზაციაც უნდა მოხდეს.

კონკრეტულ შემთხვევაში, როცა პირის დაკავება ხდება და მისთვის არ არის ცნობილი, რისთვის აკავებენ, ეს არის უდიდესი დარღვევა, წარმოუდგენელია, რომ ამ ფაქტს, გამოძიებამ არ მიაქცია ყურადღება პროკურორმა, თუ გამომძიებელმა, ვინაიდან ბრალდებული ყველა დეტალს უნდა იცნობდეს, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მას უნდა მიეცეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად შესაძლებლობა წარადგინოს საპირწონე, საწინააღმდეგო მტკიცებულებები, თუ ენა არ იცის და მისთვის მტკიცებულებები არ არის ცნობილი,  შესაბამისად, ამ უფლების რეალიზება ვერ მოხდება და სახეზე გვაქვს კონვენციური დარღვევა.

აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლემ აღნიშნული საკითხი უნდა გაარკვიოს და ასევე საქმის არსებითი განხილვის დროსაც, მოსამართლოს ვალდებულებაა რომ დაადგინოს, პირი ფლობს თუ არა სახელმწიფო ენას და თუ აღნიშნული არ გაარკვია, არ ვიცი, რომელ სამართლებრივ გარემოებაზეღა შეიძლება აქ საუბარი.

კონვენციური დარღვევის გარდა, მოსამართლის მხრიდან აშკარად დარღვეულია უფლებამოსილების განხორციელებაში ის ვალდებულებები, რასაც მას კანონი აკისრებს.

სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე – “ალიას” ექსკლუზივი

თეგები: მამუკა ნოზაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved