ექსპერტი დავით ქართველიშვილი :
“სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში ვასწავლიდი სპეცდისციპლინებს. ჩემი ერთ-ერთი კურსანტი იყო ნიკანორ მელიაც. მე მაშინ არ ვატარებდი წვერს, ნიკას თავს კი ჯერ კიდევ თმა ამშვენებდა – ანუ დიდი ხნის წინანდელი ამბებია მოკლედ. შესასწავლ თემებში შედიოდა “უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების რეზიდენტურები და მათი ძირგამომთხრელი საქმიანობის განეიტრალება”. ამ თემასთან პრაქტიკული შეხება და სამუშაო გამოცდილება მქონდა, ასე რომ კონკრეტული მაგალითებით გაჟღენთილი ჩემი ლექციები ალბათ საინტერესო იყო – მათ შორის, იმედია, მელიასთვისაც.
გავიდა წლები და “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში მოსვლით, ნიკანორს იმ თემის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცა, ვინაიდან მისი ორგანიზაცია ტიპიური რეზიდენტურის პრინციპით იყო ჩამოყალიბებული – სადაც იკითხება რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, ამერიკის, ევროპის ოპერატიული ინტერესები. ყოველ შემთხვევაში, ის რომ ნაცმოძრაობას კლასიკური გაგებით, პოლიტიკურ პარტიასთან საერთო არაფერი ჰქონდა, მელიამ თავად აღიარა წელს, 8 თებერვალს, “მთავარ არხთან” მიცემული ინტერვიუს დროს. მელიამ ნაცებისთვის იმ (როგორც უკვე დღეს ირკვევა) საბედისწერო გადაცემაში – ნაცსექტის 20-წლიან ისტორიას დაუწუნა ყველაფერი, რაც კლასიკურ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა გააჩნდეს:
– პარტიული სტრუქტურისა და ძირითადი ვექტორული თანამდებობების არარსებობა
– რეგიონალური ორგანიზაციების დაშლილი მდგომარეობა
– ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხედვებისა და პროგრამების სიმწირე
– ნაცსექტის პერიოდული გამოცოცხლების 4-5 თვიანი პერიოდი, დაკავშირებული მხოლოდ წინასაარჩევნო აქტიურობებთან
– კატასტროფული მდგომარეობა უწოდა პარტიულ რეიტინგებში ახალგაზრდული სეგმენტის მხოლოდ 4%-იან მაჩვენებელს
–კატეგორიულად გაემიჯნა ნაცმოძრაობის ბელადის ციხიდან გათავისუფლების, პარტიის დღის წესრიგში ნომერ პირველ ამოცანად გამოცხადებას
– სერიოზული სკეფსისი გამოთქვა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლის არა პოლიტიკური ბრძოლის, არამედ ქუჩის ბარიკადების აღმართვის გზის მიმართ
ეს იყო მელიას “ნაც/რექვიემი”, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა მის “პარტიაში” პრაქტიკული ხასიათის გამოხმაურება და ლოგიკური დასასრული – კრახი, დაშლა და ძირგამომთხრელი საქმიანობის მაქსიმალურად განეიტრალება. თუ ამ სტატუსში მასწავლებლის სიამაყის ელემენტები ამოიკითხეთ მოწაფესთან მიმართებაში – არ მოგეჩვენათ.”
კომენტარები