• რეკლამა
  • კონტაქტი
08:09, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკანონმდებლო დიქტატურის” გაგრძელება – “ამორალური და არაკონსტიტუციური”, თუ “ოპერატიული რეაგირება”? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:31 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

მთავრობა პარლამენტის ნებართვის გარეშე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს. საქმე ეხება ჩანაწერს ჯანმრთელობის შესახებ კანონში, რომელიც, შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას აძლევს მმართველ გუნდს პარლამენტის თანხმობის გარეშე. კანონი თავიდან 6 თვით იყო ძალაში, შემდეგ კიდევ 6 თვით გაუგრძელდა მოქმედება და როგორც ჩანს, ამჯერადაც 6 თვით დაიტოვებს ხელისუფლება კანონით სარგებლობის უფლებას.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენი ჯანმრთელობა დაცული უნდა იყოს, ახალი კანონის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვაში შეზღუდვები მოიაზრება. ვერავინ მოიფიქრა, კანონით განისაზღვროს შეზღუდვების შემოღება კი არა, დროული ვაქცინაციაა იმ ვაქცინით, რომელმა ვაქცინამაც ძლიერი მარეგულირებელი კომისიების რეგისტრაცია მიიღო! მივცეთ ვადა მთავრობას, როგორც ჩვენგან ითხოვს ვადებს, შემოიტანოს ვაქცინა, ან გადადგეს და ეს განისაზღვროს კანონით.

​პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების გახანგრძლივების მოთხოვნა არაკონსტიტუციურია.

“ეს არის ამორალური და არაკონსტიტუციური. ასეთი უფლებამოსილების გადაცემის შედეგად მივიღეთ უამრავი პრობლემა. თუ ჩემი კოლეგები ამას მხარს დაუჭერენ, ბარემ სრული უფლებამოსილება მივცეთ მთავრობას,”-აღნიშნა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პანდემია სწორად და ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს.

“დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობას ოპერატიული რეაგირებები ექნება. პანდემია მიმდინარე პროცესია, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებებს. ზოგჯერ საჭიროა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე საათშიც კი იყოს მისაღები,”- აღნიშნა სერგეენკომ.

გასული წლის მაისში, “ალიამ” ექსკლუზიურად მოგაწოდათ იმ კანონპროექტის დეტალებს, რომელი კანონპროექტიც პრემიერმა გახარიამ 15 მაისს დააანონსა და დღეს უკვე პარლამენტში შევიდა, კანონპროექტის ავტორები კი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

რა შეზღუდვების გაგრძელებას აპირებს მთავრობა? – საკანონმდებლო დიქტატურის ექსკლუზიური დეტალები!
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved